22 მარტი, 2017
დაიწვეთეთ ეს ენის ქვეშ - გაიუმჯობესეთ ჯანმრთელობის საერთო მდგომარეობა, დაიცავით თავი ინსულტისგან
ეს ნაყენი ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ ბევრ პრობლემას აგაცილებთ თავიდან. უპირველეს ყოვლისა, დაგიცავთ ინსულტისა და გულის დაავადებებისგან.

ის შეგიძლიათ მიიღოთ პროფილაქტიკისთვისაც ჯანმრთელობის საერთო მდგომარეობის გასაუმჯობესებლად და მაშინაც, როცა თავს, უბრალოდ, შეუძლოდ იგრძნობთ.

ინგრედიენტები:

2 სადილის კოვზი ტუხტის ყვავილი.
1 სადილის კოვზი ლავანდა.
3 სადილის კოვზი კატაპიტნა.
3 სადილის კოვზი გვირილა.
½ ჭიქა წყალი.
1 ფინჯანი გლიცერინი საკვებისთვის.

მომზადების წესი:

აურიეთ ყველა ინგრედიენტი და მოათავსეთ ქვაბში. დადგით ქვაბი ნელ ცეცხლზე და ადუღეთ 15-20 წუთის განმავლობაში. შემდეგ გადმოდგით და
გააჩერეთ 24 საათის განმავლობაში.

გამოყენების წესი:

მიიღეთ 5 წვეთი ერთხელ დღეში ჭამის წინ.
თუ სერიოზული პრობლემები და ტკივილები გაქვთ, აუცილებლად მიმართეთ ექიმს. თვითმკურნალობა დაუშვებელია.

სოფიო ბულაური
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS