22 მარტი, 2017
ალერგია - როგორ უნდა მოიქცეთ მცენარეთა დამტვერვის პერიოდში
რას შველის ოხრახუშის ფესვის ნაყენი და წვენი

ალერგიის სეზონი დაიწყო. გაზაფხულზე, როგოც წესი, ალერგიული დაავადებები მწვავდება.

შემოგთავაზებთ მარტივ რეცეპტებს, რომელიც მნიშვნელოვნად შეგიმსუბუქებთ მდგომარეობას.

ალერგიული ჭინჭრის ციების დროს

ოხრახუშის ფესვებიდან წვენი გამოწურეთ და მიიღეთ 1-2 ჩაის კოვზი 3-ჯერ დღეში, ჭამამდე 30 წუთით ადრე.

შეგიძლიათ მოამზადოთ ნაყენიც: 2 სადილის კოვზ დაქუცმაცებულ ოხრახუშის ფესვებს დაასხით ერთი ჭიქა ცივი წყალი, გააჩერეთ 30 წუთით, შემდეგ გადაწურეთ და დალიეთ 1/3 ჭიქა 3-ჯერ დღეში, ჭამამდე.

ალერგიული გამონაყარი, ჭინჭრის ციება, ეგზემა

ერთ სადილის
კოვზ ჭინჭრის-დედის ყვავილებს დაასხით ერთი ჭიქა მდუღარე წყალი, კარგად შეფუთეთ და გააჩერეთ 30 წუთით. შემდეგ გადაწურეთ და დალიეთ თბილი ½ ჭიქა 4-5-ჯერ დღეში.

როგორ უნდა მოიქცეთ მცენარეთა დამტვერვის პერიოდში

მცენარეთა დამტვერვის პერიოდში ალერგიის საწინააღმდეგო მცენარეული ნაყენების გამოყენების გარდა კარგი იქნება, თუ შემდეგ რჩევებსაც გაითვალისწინებთ:

როგორც კი შინ დაბრუნდებით, ყელში ჩვეულებრივი წყალი ან დამამშვიდებელი ბალახების - შავბალახა, ვალერიანიანი - სუსტი ნაყენი გამოივლეთ. კარგი იქნება, თუ შხაპსაც მიიღებთ. საერთოდ, ძალიან დაგეხმარებათ დღეში 3-ჯერ შხაპის მიღება.

სოფიო ბულაური
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS