20 მარტი, 2017
ზეთი - დაუბრუნეთ სიცოცხლე კანს და მოიშორეთ მუქი რგოლები თვალებქვეშ
კანის სწორი დატენიანება წყლისა და ცხიმის ბალანსირებით იწყება. თუ კანი გაუწყლოებულია, ის მოდუნებული და უსიცოცხლოა. დალიეთ მეტი წყალი ეს შეარბილებს და გამოაცოცხლებს კანის ტექსტურას, მოაშორებს მუქ რგოლებს თვალებქვეშ, შეამცირებს აკნეს და კანის სხვა პრობლემებს.

დატენიანებას, უპირველეს ყოვლისა, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მშრალი კანისთვის. ამ პრობლემის მოგვარებაში ზეთი დაგეხმარებათ. ზეთს აქვს ანტიბაქტერიული თვისებები და არ საჭიროებს კონსერვანტებს, ის შეიცავს ცხიმმჟავებს, რომლებიც სიცოცხლეს უბრუნებენ კანს.

აი, ზოგიერთი მათგანი:

არგანის ზეთი - არბილებს, ამშვიდებს და აღიავებს.

ყურძნის წიპწების ზეთი
- მდიდარია ანტიოქსიდანტებით.

გოგრის თესლის ზეთი - ნატურალური А ვიტამინი, ანტიოქსიდანტი.

შის ზეთი (კარიტეს ზეთი) - ღრმა ჰიდრატაცია, შეგინარჩუნებთ კოლაგენს და კანის ელასტიკურობას.

ვიტამინი E - ანტიოქსიდანტი, შველის ნაწიბურებს.

გაითვალისწინეთ, სახის კანისთვის უნდა შეარჩიოთ ზეთის ის სახეობა, რომელიც ფორებს არ აცობს. მაგალითად, ქოქოსის ზეთი საუკეთესოა სხეულის მშრალი მონაკვეთების მასაჟისთვის, მაგრამ ძალიან მძიმე იქნება სახის კანის ფორებისთვის.

თუ სახის ნიღაბი კანმა 30 წუთის განმავლობაში არ შეიწოვა, ესე იგი ის მძიმეა თქვენი კანისთვის.

თაფლი

თაფლი აუცილებელი პროდუქტია, რომელიც მუდმივად უნდა ინახებოდეს თქვენს სამზარეულოში. გარდა იმისა, რომ ის ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა, ძალიან კარგია კანისთვისაც - თაფლი წარმოადგენს ბუნებრივ დამატენიანებელს და კარგად უნარჩუნებს ტენს კანს. ცხადია, თაფლი ნატურალური უნდა იყოს.

აურიეთ ერთმანეთში ცოტაოდენი თაფლი და ზეთი და შეიზილეთ სახეზე სკრაბის ნაცვლად.

სოფიო ბულაური
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS