17 მარტი, 2017
ცხარე მკურნალი ფრჩხილებისთვის - მტვრევად ფრჩხილებს ადვილად უშველით
მოვლილი და ჯანმრთელი ფრჩხილები ქალის სილამაზის უმნიშვნელოვანესი პირობაა. თუმცა საუკეთესო მანიკიურსაც არ შეუძლია მტვრევადი, სუსტი ფრჩხილების დამალვა. ეს ხალხური რეცეპტი დაგეხმარებათ საიმედოდ უმკურნალოთ მტვრევად ფრჩხილებს:

½ ჩაის კოვზი წითელი წიწაკა.
20 გრამი ვაზელინი ან მკვებავი კრემი.
10 მილილიტრი წყალი.

მომზადების წესი:

აურიეთ ერთმანეთში წიწაკა, ცხელი წყალი და კრემი და 8-10 წუთით ორთქლის აბაზანაზე შემოდგით. შემდეგ გადმოდგით, გააგრილეთ და ფრჩხილებზე წაისვით. გაიჩერეთ 15 წუთით.
პროცედურა კვირაში ერთხელ ჩაიტარეთ.

სოფიო ბულაური
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS