რაც შეეხება ნიორს, თამამად შეიძლება ითქვას, რომ მისი შესაძლებლობები თითქმის ამოუწურავია. ნივრის სამკურნალო თვისებები ფართოდაა ცნობილი, აღმოჩნდა, რომ მას კოსმეტოლოგიაშიც ბევრი რამ შეუძლია.
ნიორი :
წარმატებით ებრძვის ფერიმჭამელებსა და აკნეს.
აახალგაზრდავებს დერმას.
სახის კანს D ვიტამინის ნაკლებობას უნაზღაურებს.
ამარაგებს სელენით, რომელიც პასუხისმგებელია ქსოვილისა
სელენის ქრონიკული ნაკლებობა ქალებში ნაადრევი ჭაღარისა და მიმიკური ნაოჭების მიზეზი ხდება.
გაითვალისწინეთ, რომ შინაურ პირობებში მომზადებული ნივრის ნიღბები რეკომენდებული არ არის მათთვის, ვისაც აწუხებს ჰიპერტონია, ასევე, აქვს ინდივიდუალური მიუღებლობა ამ პროდუქტზე და ძუძუთი კვებავს ჩვილს.
ნივრის გამოყენებამდე გაარკვიეთ, გაქვთ თუ არა ალერგია ამ პროდუქტზე.
ნიღბებისთვის შეარჩიეთ ჯანსაღი პროდუქტი, მოერიდეთ თვალებისა და ტუჩების ირგვლივ ზონას. ასევე, ღია დაზიანებულ ადგილებს. რაც შეეხება ნივრის უსიამოვნო სუნს, ის 4-5 საათში გაივლის, ამიტომაც უნჯობესია ნივრის ნიღაბი ძილის წინ გაიკეთოთ.
ნიღბის შემდეგ აუცილებლად წაისვით კრემი, როელსაც ჩვეულებრივ იყენებთ.
მუწუკების წინააღმდეგ
2 კოვზ ნივრის წვენს დაუმატეთ 1 ჩაის კოვზი შემთბარი თაფლი, 50 მილილიტრი ადუღებული წყალი და კარგად აურიეთ. მიღებული ლოსიონი შეინახეთ მაცივარში და გამოიყენეთ ძილის წინ.
ვინაიდან სითხე არ შეიცავს სპირტსა და კონსერვანტებს, 3 დღეზე მეტხანს ნუ შეინახავთ.
8 კბილი ნიორი გაქენით და მიღებული ფაფა და სქლად წაისვით პრობლემურ ადგილზე. გაიჩერეთ 5 წუთით და ჩამოიბანეთ.
თუ ნივრის ფაფას ცოტაოდენ სპირტს დაუმატებთ, მიიღებთ დეპილაციის საშუალებას.
თანაბარი ტონი
სახის კანის ჯანსაღი ფერისა და სიგლუვისთვის ერთმანეთში აურიეთ გაქნილი ნიორი და ცხიმიანი არაჟანი. წაისვით სახეზე, გაიჩერეთ 15 წუთით, ნიღბის ნარჩენები ხელსახოცით მოიშორეთ, წაისვით დამატენიანებელი კრემი.
თუ პროცედურის დროს კანის წვა იგრძენთ, ნიღაბი მაშინვე ჩამოიბანეთ.
სოფიო ბულაური