15 მარტი, 2017
სტომატოლოგების რჩევა, როგორ ვუმკურნალოთ ღრძილებიდან სისხლდენას
ჯანმრთელი ღრძილებისთვის სტომატოლოგები გვირჩევენ ყურადღება მხოლოდ ერთ ასპექტზე გავამახვილოთ - პირის ღრუს სწორი მოვლა. საჭირო არ არის დამატებითი წამლებისა და ვიტამინების მიღები, მნიშვნელოვანი მხოლოდ კბილების სწორად და დროულად წმენდაა.

რა თქმა უნდა, კბილები დილით და საღამოს უნდა გაიწმინდოთ. დილით, ძილის შემდგომ სუნთქვის გასუფთავებისთვის, საღამოს პირის ღრუს სხვადასხვა მიკრობებისა და ბაქტერიებისგან წმენდისთვის. ასევე, 8 საათის განმავლობაში კბილებს იდეალურად სუფთა მდგომარეობაში დასვენების საშუალება უნდა მისცეთ.

თუ დარწმუნებული ხართ, რომ კბილებს სწორად იწმენდთ და ამას ხშირად აკეთებთ, სისხლი
კი დროდადრო კვლავ ჩნდება, კიდევ ორი რამ გაითვალისწინეთ.

პირველი - კბილის ძაფი. შეგიძლიათ საღამოობით გამოიყენოთ, როცა არსად მიგეჩქარებათ. ძაფის საშუალებით შეგიძლიათ კბილებში ჩარჩენილი საკვების ნარჩენები მოიშოროთ, რასაც კბილის ჯაგრისი ვერ წვდება.

მეორე - კბილის საწმენდი მცირე ზომის ჩხირები. ის არსებობს როგორც რბილი, ისე უხეში და კბილის ჯაგრისის დამხმარე ფუნქციას ასრულებს.

ჯანმრთელი და მოვლილი ღრძილები მხოლოდ ღია ვარდისფერი შეფერილობის უნდა იყოს.

ანა გარელი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS