15 მარტი, 2017
5 ადრეული ნიშანი, რომ თქვენი ღვიძლი გადიდებულია და ტოქსინებითაა სავსე
ღვიძლისთვის ყველაზე საშიში პრობლემებია: ალკოჰოლი, ვირუსული ინფექციები, გარკვეული ქიმიური ნივთიერებების ზეგავლენა, ძალიან ცხიმიანი საკვები.

თუ ღვიძლი შესუსტდა, ზომაში იმატებს, გასივდება და შესაძლოა ფერიც იცვალოს. ამ დროს დისკომფორტი გაქვთ, კონცენტრაციას ვერაფერზე ახდენთ და წონაში ვერ იკლებთ.

ჩამოთვლილი ადრეული სიმპტომებიდან გაიგებთ გაქვთ, თუ არა ღვიძლის პრობლემები:

1. წონაში ვერ იკლებთ, თუმცა "ყველაფერს სწორად აკეთებთ"
თუ ცდილობთ სწორად იკვებოთ, ვარჯიშობთ, თუმცა მაინც ვერ იკლებთ, უმჯობესია დროულოდ მიმართოთ ექიმს და ღვიძლი გამოიკვლიოთ.

2. კანის ცვლილებები
კანის სიყვითლე, გამონაყარი ან ქავილი -
ღვიძლის პრობლემის ნიშანია. პირველ რიგში საშიშია, კანზე წითელი შეფერილობის წერტილოვანი გამონაყარი.

3. შარდის გამუქება
თუ შარდი ფერს იცვლის და არასასიამოვნო სუნი აქვს - ძალიან ცოტა წყალს სვამთ ან ღვიძლის პრობლემები გაქვთ.

4. ცვლილებები მუცლის ღრუში
ქრონიკული სპაზმები მუცლის ქვედა არეში. მუცლის შებერილობა და მომატებული წნევის შეგრძნება. ამან შესაძლოა ორგანიზმში ზედმეტი სითხის დაგროვებას შეუწყოს ხელი, რაც საბოლოოდ ფილტვების პრობლემასაც გამოიწვევს.

5. ქრონიკული დაღლილობა და სისუსტე
ნებისმიერი დასახელებული სიმპტომის შემთხვევაში ექიმს დაუყოვნებლივ უნდა ეწვიოთ. ღვიძლის პრობლემა სიმსივნესავითაა: რაც უფრო ადრე აღმოაჩენთ პრობლემას, მით უფრო მარტივად შეძლებთ მის შეჩერებას.

ანა გარელი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS