15 მარტი, 2017
თავის კანის ქავილი - რა შეუძლია ხახვს და ვაშლს
თავის კანის ქავილი დისკომფორტსა და გაღიზიანებას იწვევს, გიშლით მუშაობას, ძილს.

ქავილის მიზეზს სპეციალისტი დაადგენს. დასახმარებლად შეგიძლიათ ხალხურ საშუალებებს მიმართოთ.

ხახვი
ხახვის წვენი შეიზილეთ თავის კანში და ორი საათის შემდეგ კარგად დაიბანეთ.

ეს ქერტლის საწინააღმდეგო საუკეთესო საშუალებაა, ასევე, ამცირებს თმის ცვენის ინტენსიურობას.

გაითვალისწინეთ: ხახვის სუნი რამდენიმე ხანს გაგყვებათ.

Rating


შეგიძლიათ ხახვის ფოჩების ნახარში გადაივლოთ თავზე. აღნიშნული პროცედურები უნდა გაიკეთოთ სამი კვირის განმავლობაში რეგულარულად.

ვაშლი

ერთ ლიტრ მდუღარე წყალში ჩაასხით 30 გრამი ვაშლის ძმარი და შეიზილეთ თავის კანში.
გაიჩერეთ 5 წუთის განმავლობაში და შემდეგ ჩამოიბანეთ.

პროცედურა ჩაიტარეთ ერთ კვირის განმავლობაში.

თავის კანის ქავილს კარგად უმკლავდება ახალი ვაშლი. ამისთვის ვაშლი გათალეთ და გახეხეთ. მიღებული მასა წაისვით თავზე, ვაშლის ფაფა თანაბრად გაინაწილეთ თმაზე. თავი თბილად შეიფუთეთ. სითბო აძლიერებს ნიღბის მოქმედებას. ნიღაბი გაიჩერეთ 30 წუთის განმავლობაში და შემდეგ ჩამოიბანეთ.

პროცედურა ჩაიტარეთ კვირაში ორჯერ.

სოფიო ბულაური
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS