15 მარტი, 2017
მარილი და კბილის პასტა - დაიბრუნეთ სუფთა კანი
ფერიმჭამელები კანის სიწითლისა და გაღიზიანების ერთ-ერთი მთავარი მიზეზია. ისინი ორი სახისაა:

ერთის მოშორება ძალიან ადვილია, საკმარისია სახე სპირტით გაიწმინდოთ და შემდეგ გულმოდგინედ შეუდგეთ პილინგს.
სახის კოსმეტიკური გაწმენდაც საკმარისი იქნება.

მეორე სახის ფერიმჭამელების მოშორება გაცილებით რთულია. ისინი დიდ ფორებს ქმნიან და უფრო ღრმად არიან შეჭრილი კანში.

არსებობს ხალხური რეცეპტი, რომელიც რთულ შემთხვევაშიც ადვილად გაუმკლავდება პრობლემას.

დაგჭირდებათ:
2 სადილის კოვზი კბილის პასტა (პიტნის).
1 ჩაის კოვზი მარილი.
კოვზი.
პატარა კონტეინერი.
2-3 ყინულის კუბიკი.

მომზადების წესი:
მარილი და
კბილის პასტა ერთმანეთში აურიეთ, წაისვით პრობლემურ მონაკვეთზე და გაიჩერეთ 5 წუთით. შემდეგ ცოტაოდენი წყალი მიიპკურეთ და ხელის მასაჟისებური წრიული მოძრაობით მონაკვეთი ნელ-ნელა გაისუფთავეთ. როცა პასტას მთლიანად მოიშორებთ, კანი ყინულის ნატეხებით ჩამოიბანეთ.

გარდა იმისა, რომ ფერიმჭამელებს აშორებს, ეს პროცედურა ფორებსაც ავიწროებს.

თუ მშრალი კანი გაქვთ, დამატენიანებელი კრემი წაისვით.

პროცედურის შემდეგ კანი გაგიწითლდებათ, მაგრამ ნუ შეშფოთდებით, სიწითლე მალე გაივლის.

სოფიო ბულაური
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS