კოქტეილის დახმარებით ადვილად გაუმკლავდებით აკნეს, კანის გაღიზიანებას, სიმშრალესა და სიწითლეს. სასმელი უხვად შეიცავს ვიტამინებს, მინერალებსა და მიკროელემენტებს, ამდენად, ის დადებითად მოქმედებს საერთო ჯანმრთელობაზეც.
საკმარისი იქნება კვირაში სამჯერ მაინც დალიოთ, თან გაზაფხულზე ძალიან სასარგებლოა.
ინგრედიენტები:
8 საშუალო ზომის სტაფილო.
3 ფორთოხალი.
1 ჩაის კოვზი გახეხილი კოჭა.
½ ჩაის კოვზი კურკუმა.
თაფლი ( სურვილისამებრ, აუცილებელი არ არის).
მომზადების წესი:
სტაფილო გაასუფთავეთ და წვენსაწურის მეშვეობით გამოწურეთ
გამოწურეთ ფორთოხლის წვენიც.
ბლენდერის მეშვეობით ერთმანეთში აურიეთ სტფილოსა და ფორთოხლის წვენი და კოჭა და კურკუმა.
მიღებული კოქტეილი დალიეთ უზმოზე.
სოფიო ბულაური