მიზეზი, უპირველეს ყოვლისა, საჭმლის მომნელებელი სისტემაა. ზარმაცი ნაწლავები, გაუვალობა და საჭმლის მონელებასთან დაკავშირებული სხვა პრობლემები მთავარი მიზეზია იმისა, რომ სასურველ შედეგს ვერ აღწევთ. საჭმლის მომნელებელი სისტემის შეფერხებული მუშაობა აფერხებს ორგანიზმის ტოქსინებისგან გასუფთავების პროცესს. რაც, თავის მხრივ, ხელს უშლის ზედმეტ წონასთან ბრძოლას.
ნორმალურ პირობებში ნაწლავები იცლება ჭამიდან ერთი-ორი საათის შემდეგ ან დღეში ერთხელ ან ორჯერ.
ამდენად,
შემოგთავაზებთ რეცეპტს, რომელიც ამ პრობლემის მოგვარებაში დაგეხმარებათ.
ინგრედიენტები:
კომბოსტო.
ჭარხალი.
სტაფილო.
ლიმონის წვენი.
ზეითუნის ზეთი.
მწვანილი.
მომზადების წესი:
გახეხეთ 1/3 კომბოსტო, ჭარხალი და სტაფილო და კარგად აურიეთ. სურვილისამებრ შეგიძლიათ დაუმატოთ მწვანილი, თუმცა აუცილებელი არ არის. მოასხით ცოტაოდენი ლიმონის წვენი და ზეითუნის ზეთი.
მიირთვით ეს სალათა ყოველ საღამოს - შედეგი გაგაოცებთ, თქვენ მარტივად გათავისუფლდებით მავნე ტოქსინებისგან.
სოფიო ბულაური