კივი შეიცავს ცხიმისმწველ მცენარეულ ნივთიერება კარნიტინს; ასევე, ნაყოფი მდიდარია უჯრედისით და ვიტამინით ჩ, ფლავონოიდებით და ანტიოქსიდანტებით. ამასთან - დაბალკალორიულია! იდეალურია განტვირთვის დღეებისთვის: მისი ქსოვილური სტრუქტურა საშუალებას გვაძლევს, ვაკონტოლოთ მადა.
სასარგებლოა 1 კივის მიღება უზმოზე, რა თქმა უნდა, იმ პირობით, თუკი არ გაწუხებთ კუჭის წყლული ან გასტრიტი.
ეს ხილი ასუფთავებს ნაწლავებს, ხოლო მასში შემავალი ვიტამინების საბადო საშუალებას გვაძლევს, სწრაფად
განტვირთვის დღე კივიზე
კვირაში ერთხელ შესაძლებელია მოაწყოთ განტვირთვის დღე კივით. ამ დროს რეკომენდებულია, მთელი დღის განმავლობაში მიირთვათ 6 ცალი კივი და დალიოთ 1,5 ლ უცხიმო კეფირი ან ბუნებრივი იოგურტი. კივის ჯადოსნური თვისებების წყალობით 1 დღეში 2 კგ-ს დაიკლებთ.
განტვირთვის დღეს შეგიძლიათ მიირთვათ ასევე კოქტეილი: დააბლენდეროთ კივი, ფორთოხალი ან კენკრა კეფირთან ერთად. ეს კოქტეილი გაამრავალფეროვნებს განტვირთვის დღის მენიუს და საკვების შეზღუდვას არ გაგრძნობინებთ, ორგანიზმი კი ამ შემთხვევაშიც ეფექტურად გაიწმინდება!
გთავაზობთ კივის დიეტის 2 ვარიანტს, რომლებიც 7-7 დღეზეა გათვლილი. დიეტა იხილეთ მარაო.ge-ზე