13 მარტი, 2017
დაიმშვიდეთ ნერვები - ეს სერიოზული პრობლემაა
ნევროზი უარყოფითი ემოციებით გადაძაბვის, გადაღლილობის ფონზე ვითარდება, მოწევა და ჭარბი ალკოჰოლი კიდევ უფრო აღრმავებს დაავადებას. "სიგარეტს მოვწევ და დავმშვიდდები" - არასწორი მიდგომაა.

ნევროზი ბევრი სერიოზული დაავადების მიზეზი შეიძლება გახდეს. ამიტომ მას სერიოზული მკურნალობა სჭირდება.

მკურნალობაში ხალხური რეცეპტებიც დაგეხმარებათ.

ნერვული გადაძაბვის დროს

სალბი

საუკეთესო საშუალებაა ნერვული გადაძაბვის, გადაღლილობისა და ჰიპერტონიის სამკურნალოდ.

3 სადილის კოვზ სალბის ფოთლებს დაასხით 500 მილილიტრი შაქრიანი მდუღარე წყალი. გააჩერეთ 15 წუთით დალიეთ როგორც ჩაი ჭამის წინ. ეს ერთი დღის დოზაა.

ძილის დარღვევისას

ყველაზე გავრცელებული პრობლემაა ძილის დარღვევა - უძილობა.

500 გრამ შვრიის მარცვალს დაასხით 1 ლიტრი წყალი, ხარშეთ, ვიდრე ნახევრად მოიხარშება და გადაწურეთ. მიიღეთ 150-200 მილილიტრი ყოველდღე. შეგიძლიათ, თაფლიც დაუმატოთ.

ნახევრად მოხარშულ მარცვალს ნუ გადაყრით, მოხარშეთ ბოლომდე და მიირთვით გარნირის სახით.

საერთოდ, შეეცადეთ რაც შეიძლება მეტი რძე მიირთვათ.

სოფიო ბულაური
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS