13 მარტი, 2017
სულ ოცი წუთი და საკუთარ კანს ვეღარ იცნობთ - გაიხანგრძლივეთ ახალგაზრდობა
არ არსებობს ქალი, რომელიც ლამაზ კანზე არ ოცნებობს და არ ცდილობს სილამაზის შენარჩუნებას. ამისთვის ყველა სხვადასხვა საშუალებას მიმართავს. მაკიაჟს ბევრი რამის გაკეთება შეუძლია, მაგრამ ბევრი ძვირად ღირებულ კოსმეტიკას ბუნებრივ საშუალებებს ამჯობინებს. თუ შემოთავაზებულ რეცეპტს გამოიყენებთ, ყოველდღიური მაკიაჟი აღარ დაგჭირდებათ.

უბრალოდ, სცადეთ:

სახე ვარდის წყლით გაიწმინდეთ. შემდეგ აიღეთ ნახევარი პომიდორი, დააყარეთ შაქარი და 2-3 წუთის განმავლობაში წაისვით სახეზე როგორც სკრაბი. ეს პროცედურა ხსნის ფორებს და აშორებს მკვდარ უჯრედებს. ამის შემდეგ ერთმანეთში აურიეთ 2 ჩაის კოვზი ტომატის
წვენი და 2 ჩაის კოვზი ალოე ვერას გელი, შეგიძლიათ 1 კაფსულა Е ვიტამინიც დაუმატეთ. ამ ნაზავით სახე 5 წუთის განმავლობაში დაიზილეთ და წაისვით კრემი, რომელიც შემდეგნაირად მზადდება:

აურიეთ ერთმანეთში 2 ჩაის კოვზი ბრინჯის ფქვილი, 2 სადილის კოვზი ტომატის წვენი და რამდენიმე წვეთი ლიმონის წვენი. თუ სქელ მასას მიიღებთ, ცოტაოდენი ვარდის წყალი დაუმატეთ. ნიღაბი გაიჩერეთ 15 წუთის განმავლობაში და შემდეგ გრილი წყლით ჩამოიბანეთ.

სოფიო ბულაური
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
გამოცდილი
მშრალ კანს არ მოუუხდება. ცხიმიანი და ფორებიანი კანისთვის კარგია.
14:14 / 15-03-2017
გამოხმაურება / 0 /
TOPS