1. ჯიუტი ჯიბლიბო
ჯიბლიბო საკმაოდ არასასიამოვნო რამაა, რაც ჩვეულებრივ რამდენიმე დღეში გადადის, მაგრამ ხანდახან თვეობით რჩება. თუ ჯიუტი ჯიბლიბო შეგეყარათ, ეს შესაძლოა სხვადასხვა სახის სიმსივნის ნიშანი იყოს. არ გადადოთ ექიმთან ვიზიტი.
2. წარბის თმის ცვენა
წარბის ცვენა რამდენიმე მიზეზითაა გამოწვეული - სიბერე, სტრესი და მკვებავი ნივთიერებების ნაკლებობა. ყველაზე გავრცელებული მიზეზი კი ფარისებრი ჯირკვლის მუშაობის დარღვევაა. ირღვევა სხვადასხვა ჰორმონების გამოყოფა, რაც გამელოტებას იწვევს.
3. ბუნდოვანი ხედვა
4. ბრმა ლაქები
მსგავსი პრობლემა შესაძლოა შაკიკით იყოს გამოწვეული, რასაც თან თავის ტკივილები ახლავს. მიმართეთ ექიმს.
5. ეგზოფთალმია
ეგზოფთალმია ჰიპერთირეოზის (როცა ფარისებრი ჯირკვალი ზედმეტად აქტიურია) ტიპიური სიმპტომია.
6. თვალის თეთრი ნაწილის გაყვითლება
კანის ან თვალის ცილების სიყვითლე ახალშობილს ღვიძლის უკმარისობის შემთხვევაში აქვს, მაგრამ გვხდება მოზრდილებშიც. მოზარდობისას სიმპტომი ღვიძლის, ნაღვლის ბუშტის ან ნაღვლის სადინარების პრობლემითაა გამოწვეული.
7. მხედველობის დაბინდვა დიაბეტის დროს
დიაბეტის დროს ჯანმრთელობას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ. დიაბეტიანები თვალის დაავადების მეტი რისკის წინაშე დგანან. ძირითადად ეგრეთწოდებული დიაბეტური რეტინოპათია აწუხებთ, რომლის დროსაც ზიანდება თვალის სისხლძარღვები და შესაძლოა დაბრმავების მიზეზიც გახდეს.
თუ გაქვთ დიაბეტი და თვალები გებინდებათ, ექიმს დაუყოვნებლივ ეწვიეთ.
8. თვალებში გაორება, დაბინდვა და მხედველობის დაკარგვა
თვალი უმნიშნელოვანესი ორგანოა, ამიტომ მხედველობის ნებისმიერი ცვლილება განგაშს იწვევს.
თუ ჩამოთვლილი სიმპტომებს იგრძნობთ, ნუ გადადებთ, ექიმს დროულად მიმართეთ, რადგან შესაძლოა გულის შეტევის რისკის წინაშე დგახართ.
ანა გარელი