10 მარტი, 2017
ფარისებრი ჯირკვალი - უმკურნალეთ იოლად, ამას ექიმები არ გეტყვიან
ფარისებრი ჯირკვალი, როგორც იცით, გამოიმუშავებს თიროქსინს - ჰორმონს, რომელიც პასუხისმგებელია ნივთიერებათა ცვლასა და გულის გამართულ მუშაობაზე.

ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის მოშლა მნიშვნელოვან პრობლემებს უქმნის ჯანმრთელობას. ამ დროს ფარისებრი ჯირკვალი ან ჭარბ ჰორმონს გამოიმუშავებს, რასაც ჰიპერთირეოზს უწოდებენ, ან პირიქით - არასაკმარისს, რასაც ჰიპოთირეოზი ეწოდება.

ჰიპერთირეოზის სიმპტომები:

მენსტრულური ტკივილები.

ცხელება.

ძილთან დაკავშირებული პრობლემები.

ფოკუსირებასთან დაკავშირებული პრობლემები.

ნაწლავების ჩვეული მუშაობის დარღვევა.

გახშირებული გულისცემა.

მუდმივი დაღლილობის შეგრძნება.

ჭარბი ოფლიანობა.

გულმავიწყობა.

გაღიზიანება, შფოთი, ნევროზულობა.

ჰიპოთირეოზის სიმპტომები:

მუდმივი დაღლილობის შეგრძნება.

დეპრესია.

ზედმეტეი
წონა.

სუსტი ფრჩხილები.

გულმავიწყობა.

შეშუპება ყელის არეში.

დაქვეითებული მენსტრუალური ციკლი.

კუნთების სპაზმები.

შეკრულობა.

კანისა და თმის სიმშრალე.

შემოგთავაზებთ რეცეპტს, რომელიც ორივე შემთხვევაში შეგიმსუბუქებთ სიმპტომებს. ვისაც ეს პრობლემა აწუხებს, მას,
ალბათ, ბევრჯერ სმენია ნედლი კაკლით დამზადებულ სამკურნალო საშუალებაზე, რომელიც აუმჯობესებს ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციას, ორგანიზმს იოდის საჭირო რაოდენობით ამარაგებს და იცავს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ბევრი სხვა პრობლემისგან.

ინგრედიენტები:
1 კილოგრამი ნატურალური თაფლი.
40 ცალი ნედლი კაკალი.
1 დიდი ქილა.

მომზადების წესი:
კაკალი კარგად გარეცხეთ, გააშრეთ და სათითაოდ დაჩხვლიტეთ. ჩაყარეთ ქილაში და დაასხით თაფლი. ქილა დადგით ნათელ, მზიან ადგილას ისე, რომ თავზე არ დაახუროთ. გააჩერეთ 40 დღის განმავლობაში. შემდეგ გადაწურეთ, მიღებული მასა მოათავსეთ ქილაში და შეინახეთ.

გამოყენების წესი:
მიიღეთ 2 სადილის კოვზი ყოველდღე, დილით და საღამოს.

სოფიო ბულაური

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 23 /
სოფიო
გადააფარეთ მარლა რა პრობლემაა ჰაერი იმოძრავებს.
12:03 / 12-03-2017
გამოხმაურება / 0 /
mzia
mwerebis garda mtveric chava!
08:59 / 12-03-2017
გამოხმაურება / 0 /
ფიქრია
მაინტერესებს თავს თუ არ დავახურავთ თაფლუაბ ქილას მწერები არ ჩავლენ?
18:25 / 10-03-2017
გამოხმაურება / 0 /
TOPS