10 მარტი, 2017
ფარისებრი ჯირკვალი - უმკურნალეთ იოლად, ამას ექიმები არ გეტყვიან
ფარისებრი ჯირკვალი, როგორც იცით, გამოიმუშავებს თიროქსინს - ჰორმონს, რომელიც პასუხისმგებელია ნივთიერებათა ცვლასა და გულის გამართულ მუშაობაზე.

ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის მოშლა მნიშვნელოვან პრობლემებს უქმნის ჯანმრთელობას. ამ დროს ფარისებრი ჯირკვალი ან ჭარბ ჰორმონს გამოიმუშავებს, რასაც ჰიპერთირეოზს უწოდებენ, ან პირიქით - არასაკმარისს, რასაც ჰიპოთირეოზი ეწოდება.

ჰიპერთირეოზის სიმპტომები:

მენსტრულური ტკივილები.

ცხელება.

ძილთან დაკავშირებული პრობლემები.

ფოკუსირებასთან დაკავშირებული პრობლემები.

ნაწლავების ჩვეული მუშაობის დარღვევა.

გახშირებული გულისცემა.

მუდმივი დაღლილობის შეგრძნება.

ჭარბი ოფლიანობა.

გულმავიწყობა.

გაღიზიანება, შფოთი, ნევროზულობა.

ჰიპოთირეოზის სიმპტომები:

მუდმივი დაღლილობის შეგრძნება.

დეპრესია.

ზედმეტეი
წონა.

სუსტი ფრჩხილები.

გულმავიწყობა.

შეშუპება ყელის არეში.

დაქვეითებული მენსტრუალური ციკლი.

კუნთების სპაზმები.

შეკრულობა.

კანისა და თმის სიმშრალე.

შემოგთავაზებთ რეცეპტს, რომელიც ორივე შემთხვევაში შეგიმსუბუქებთ სიმპტომებს. ვისაც ეს პრობლემა აწუხებს, მას,
ალბათ, ბევრჯერ სმენია ნედლი კაკლით დამზადებულ სამკურნალო საშუალებაზე, რომელიც აუმჯობესებს ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციას, ორგანიზმს იოდის საჭირო რაოდენობით ამარაგებს და იცავს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ბევრი სხვა პრობლემისგან.

ინგრედიენტები:
1 კილოგრამი ნატურალური თაფლი.
40 ცალი ნედლი კაკალი.
1 დიდი ქილა.

მომზადების წესი:
კაკალი კარგად გარეცხეთ, გააშრეთ და სათითაოდ დაჩხვლიტეთ. ჩაყარეთ ქილაში და დაასხით თაფლი. ქილა დადგით ნათელ, მზიან ადგილას ისე, რომ თავზე არ დაახუროთ. გააჩერეთ 40 დღის განმავლობაში. შემდეგ გადაწურეთ, მიღებული მასა მოათავსეთ ქილაში და შეინახეთ.

გამოყენების წესი:
მიიღეთ 2 სადილის კოვზი ყოველდღე, დილით და საღამოს.

სოფიო ბულაური

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 23 /
ნინო
ნედლ კაკალში მწვანე ქერქიანი იგულისხმება?
13:23 / 10-04-2017
გამოხმაურება / 0 /
გული
თუ თაფლზე ალერგია აქვს ავადმყოფს არსებობს ალტერნატივა?
21:41 / 02-04-2017
გამოხმაურება / 0 /
ნონა
იმ შემთხვეში თუ ოპერაცი მაქ გაკეთებული მაშინ შეიძლება მიგება?
13:35 / 02-04-2017
გამოხმაურება / 0 /
ნინო
ქალბატონო ლალი გავატარე ანუ ხორც საკეპში უნდა გავატაროთ?ეს იგულისხმეთ?
14:49 / 22-03-2017
გამოხმაურება / 0 /
მანანა
თუ აუტოიმუნური თირეოდიტია რა საშუალებით შეიძლება მკურნალობა? ჰირუდოთერაპიაზე რა აზრის ხართ?
12:33 / 20-03-2017
გამოხმაურება / 0 /
ქეთი
ლალი აქ წერია მზიან ადგილას შენახვა და თქვენ გიწერიათ ბნელ ადგილას.რომელი უფრო სწორი მიგაჩნიათ?მადლობა
00:41 / 19-03-2017
გამოხმაურება / 0 /
მარი
ეს ერტი კურსია საკმარისი ტუ კიდევ უნდა გავიმეოროტ
21:59 / 18-03-2017
გამოხმაურება / 0 /
ლალი
ნედლი კაკალში იგულისხმება კაკლი თხილის ხელა რომ გაიზრდება. იმ პერიოდში უნდა მოკრიფოთ 40 ცალი. ეს არის ერთი ადამიანის ნორმა. შეიძლება ფარისებრის პრობლემა არ გქონდეთ მარა უნდა მიიღოს ადამიანმა, წარმოიდგინეთ ბავშვმაც. ეს არის იოდის დიდი რაოდენბით შემცველი. მე ვიცი ასთი რცეპტი,რაც მემ მიმირია და შედეგამდე გავედი. 49 ცალი კაკალი, 400 გრამი თაფლი და ნახევარი ლიტრი არაყი. კაკლი გავატარე. 40 დღე უნდა ბნელ ადგილას დადგმა და პერიოდულად მორევა. ვიღებდი სადილის კოვზს დილით უზმოზე. ბავშვებზე კი დასაშვებია ჩაის კოვზი. ფარისებრზე გაცენილი კვანძები გამიქრო. მას იდევ ბევრი სა დადებითი თვისებები გააჩნია.
14:39 / 16-03-2017
გამოხმაურება / 0 /
ციცინო
მაინტერესებს კაკალი ნედლი როგორი უნდა იყოს
11:08 / 15-03-2017
გამოხმაურება / 0 /
დარეჯანი
მაინტერესებს კაკალი მურაბისტვის რომ ვამზადებტ ესეტი უნდა ტუ არა.
22:32 / 12-03-2017
გამოხმაურება / 0 /
TOPS