10 მარტი, 2017
ფარისებრი ჯირკვალი - უმკურნალეთ იოლად, ამას ექიმები არ გეტყვიან
ფარისებრი ჯირკვალი, როგორც იცით, გამოიმუშავებს თიროქსინს - ჰორმონს, რომელიც პასუხისმგებელია ნივთიერებათა ცვლასა და გულის გამართულ მუშაობაზე.

ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის მოშლა მნიშვნელოვან პრობლემებს უქმნის ჯანმრთელობას. ამ დროს ფარისებრი ჯირკვალი ან ჭარბ ჰორმონს გამოიმუშავებს, რასაც ჰიპერთირეოზს უწოდებენ, ან პირიქით - არასაკმარისს, რასაც ჰიპოთირეოზი ეწოდება.

ჰიპერთირეოზის სიმპტომები:

მენსტრულური ტკივილები.

ცხელება.

ძილთან დაკავშირებული პრობლემები.

ფოკუსირებასთან დაკავშირებული პრობლემები.

ნაწლავების ჩვეული მუშაობის დარღვევა.

გახშირებული გულისცემა.

მუდმივი დაღლილობის შეგრძნება.

ჭარბი ოფლიანობა.

გულმავიწყობა.

გაღიზიანება, შფოთი, ნევროზულობა.

ჰიპოთირეოზის სიმპტომები:

მუდმივი დაღლილობის შეგრძნება.

დეპრესია.

ზედმეტეი
წონა.

სუსტი ფრჩხილები.

გულმავიწყობა.

შეშუპება ყელის არეში.

დაქვეითებული მენსტრუალური ციკლი.

კუნთების სპაზმები.

შეკრულობა.

კანისა და თმის სიმშრალე.

შემოგთავაზებთ რეცეპტს, რომელიც ორივე შემთხვევაში შეგიმსუბუქებთ სიმპტომებს. ვისაც ეს პრობლემა აწუხებს, მას,
ალბათ, ბევრჯერ სმენია ნედლი კაკლით დამზადებულ სამკურნალო საშუალებაზე, რომელიც აუმჯობესებს ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციას, ორგანიზმს იოდის საჭირო რაოდენობით ამარაგებს და იცავს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ბევრი სხვა პრობლემისგან.

ინგრედიენტები:
1 კილოგრამი ნატურალური თაფლი.
40 ცალი ნედლი კაკალი.
1 დიდი ქილა.

მომზადების წესი:
კაკალი კარგად გარეცხეთ, გააშრეთ და სათითაოდ დაჩხვლიტეთ. ჩაყარეთ ქილაში და დაასხით თაფლი. ქილა დადგით ნათელ, მზიან ადგილას ისე, რომ თავზე არ დაახუროთ. გააჩერეთ 40 დღის განმავლობაში. შემდეგ გადაწურეთ, მიღებული მასა მოათავსეთ ქილაში და შეინახეთ.

გამოყენების წესი:
მიიღეთ 2 სადილის კოვზი ყოველდღე, დილით და საღამოს.

სოფიო ბულაური

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 23 /
Meri
Toqsikuri hikvis chemtxvevahi
22:13 / 02-02-2018
გამოხმაურება / 0 /
კახა
გაფანტულ ჩიყვს თუ შველის?
13:16 / 31-01-2018
გამოხმაურება / 0 /
ეკა
გაფანტულ ჩიყვს თუ შველის?
13:05 / 31-01-2018
გამოხმაურება / 0 /
Maia
უკაცრავად კაკალი როგორი ზომის უნდა იყოს.მოზრდილები თუ ეშმაკის ზომის.და თუ შეიძლება ჯირკვალი რომ თითქმის გამქრალი მაკვს?
22:06 / 28-09-2017
გამოხმაურება / 0 /
ლანა
სინათლეზე თაფლი კარგავს თავის სამკურნალო თვისებ .
23:36 / 27-06-2017
გამოხმაურება / 0 /
თეა
მაინტერესებს ვისაც არ აწუხებს პროფილაქტიკისთვის თუ შეიძლება რომ მიიღოს?/ ბავშვებზეც თუ შეიძლება???
15:40 / 16-05-2017
გამოხმაურება / 0 /
ნინო
მე მასწავლეს,რომ ტაბლეტის ზომა,ახალი გამოსული 3 ცალი კაკალი მთლიანად უნდა გადამეყლაპა და უებარიაო.არ მიცდია ჯერ.
20:11 / 12-05-2017
გამოხმაურება / 0 /
ანა
ძალიან კარგია მე გავაკეთე მაგარი არაყი დავასხი კაკალი ახალი გამოსული მწვანე პატარები უნდა
00:31 / 26-04-2017
გამოხმაურება / 0 /
Nana
Diabeti maqvs tafli chemtvis ar sheidzleba da sxvagvarad rogor sheidzleba gamoviyeno?
18:46 / 25-04-2017
გამოხმაურება / 0 /
მარინე
იქნებ გვითხრათ , როგორი კაკალია აქ ნაგულისხმევი? მწვანე პატარები, მწვანე საკმაიდ გაზრდილი, თუ გატეხილი კაკლის ლებნები?
13:15 / 24-04-2017
გამოხმაურება / 0 /
TOPS