09 მარტი, 2017
დიეტას იცავთ? - არ შეგეშინდეთ გემრიელი დესერტის
სიტყვა დიეტას ბევრი თითქმის შიმშილობასთან აიგივებს და დიდი ძალისხმევის ფასად უჯდება გარკვეული საკვების, მათ შორის ტკბილეულისგან თავის შეკავება. არადა, დიეტა არც ისე "საშიშია", როგორც ეს ერთი შეხედვით შეიძლება მოგეჩვენოთ.

აქ მთავარი რეჟიმის დაცვაა და არც შიმშილობა მოგიწევთ და არც ნუგბარზე უარის თქმა. თუ ჯანსაღად და ზომიერად იკვებებით, ტკბილეული, თან სწორად შერჩეული, ვერაფერს დაგაკლებთ.

შემოგთავაზებთ დესერტის რეცეპტს, რომელიც არა მარტო ტკბილეულის სურვილს დაგიკმაყოფილებთ, არამედ დაგეხმარებათ კიდეც ზედმეტ კილოგრამებთან ბრძოლაში.

ინგრედიენტები:
1 მსხალი.
1 მანდარინი.
1 ვაშლი.
1 ბანანი.
1 ნაყინი "პლომბირი".
1 სადილის კოვზი ნაკლებცხიმიანი არაჟანი.
1 სადილის კოვზი შედედებული რძე (сгущёнка).
2 ნამცხვარი "საიუბილეო" .

მომზადების წესი:
ხილი წვრილად დაჭერით. ნაყინი გაქენით და აურიეთ პატარა ნატეხებად დამტვრეულ ნამცხვართან ერთად. არაჟანი და შედედებული რძე აურიეთ ერთმანეთში.

მომზადებული მასა დესერტისთვის განკუთვნილ ჭიქებში მოათავსეთ ფენებად შემდეგი თანმიმდევრობით:
ვაშლი - ნაყინი.
ბანანი - ნაყინი.
მსხალი - ნაყინი.
მანდარინი.
მოასხით არაჟნისა და შედედებული რძის ნაზავი.
შედგით მაცივარში 20 წუთით.

თამამად მიირთვით, თქვენს წონას არაფერი მიემატება.

სოფიო ბულაური 

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS