08 მარტი, 2017
ინგლისური მარილის აბაზანები - გაისუფთავეთ ორგანიზმი, უმკურნალეთ მიკოზს, პოდაგრასა და სოკოს
ინგლისურ მარილს საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ ორგანიზმის გასაწმენდად, საყოფაცხოვრებო დანიშნულებით და მებაღეობაშიც.

კანის ფორების მეშვეობით ინგლისური მარილი ადვილად აღწევს ორგანიზმში და გამოდევნის ტოქსინებს.

ინგლისური მარილის აბაზანები დიდ დახმარებას უწევს ორგანიზმს კუნთების ტკივილისა და მიკოზის დროს, ასევე, მკურნალობს ფრჩხილისა და ტერფის სოკოს, პოდაგრას, ქრონიკულ დაავადებებსა და ტკივილებს, ანთებას, არეგულირებს მინერალურ ბალანსს.

ორსულებმა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების, ასევე, ღია დამწვრობის ან ჭრილობის მქონე პაციენტებმა ინგლისური მარილის გამოყენების წინ კონსულტაციისთვის აუცილებლად უნდა მიმართონ ექიმს.

ინგლისური მარილის აბაზანა:

აბაზანის მოსამზადებლად დაგჭირდებათ 40
წუთი, რადგან ორგანიზმს წყლიდან მინერალების შესათვისებლად 20 წუთი სჭირდება და ასევე 20 წუთია საჭირო ტოქსინებისგან გასათავისუფლებლად.

აბაზანა აავსეთ თბილი წყლით და ჩაყარეთ ინგლისური მარილი შემდეგი რაოდენობით:

27-28 კილოგრამამდე წონის ბავშვებისთვის სტანდარტული ზომის აბაზანაში ჩაყარეთ ½ ჭიქა ინგლისური მარილი.

28-45 კილოგრამამდე წონის ბავშვებისთვის - 1 ჭიქა.

45-68 კილოგრამამდე წონის ბავშვებისა და უფროსებისთვის - 1 ჭიქას პლუს ½ ჭიქა ინგლისური მარილი.

68-90 კილოგრამამდე წონის ადამიანებისთვის - 2 ჭიქა ინგლისური მარილი.

თუ წონა 90 კილოგრამზე მეტია, ყოველ მომდევნო 50 კილოგრამზე ½ ჭიქით მეტი მარილი უნდა დაუმატოთ.

უკეთესი შედეგისთვის შეგიძლიათ ინგლისური მარილის აბაზანას ½ ჭიქა ზეითუნის ზეთიც დაამატოთ.

ნუ გამოიყენებთ საპონს, ეს ხელს შეუშლის მინერალების მოქმედებას და დეტოქსიკაციის პროცესს.

აბაზანის მიღების შემდეგ სასურველია 1-2 საათით დაისვენოთ.

სოფიო ბულაური
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS