08 მარტი, 2017
სენსაცია - დაემშვიდობეთ მიმიკურ ნაოჭებს
ქალები ყველა შესაძლებლობას მიმართავენ სილამაზისა და ახალგაზრდობის შესანარჩუნებლად. ამიტომაც, უპირველეს ყოვლისა, ნაოჭების წინააღმდეგ უწევთ ბრძოლა.

ამისთვის უამრავ საშუალებას მიმართავენ სამედიცინოდან დაწყებული ხალხური რეცეპტების ჩათვლით.

ერთ-ერთმა ინტერნეტმომხმარებელმა აღმოაჩინა, რომ მალამოს, რომელსაც მისი დაქალი გამონაყარის სამკურნალოდ იყენებდა, მიმიკური ნაოჭების საწინააღმდეგო საოცარი ეფექტი ჰქონდა. ნაოჭებმა იკლო, სახის კანი სუფთა და გლუვი გახდა.

სწორედ ასეთი თვისებები ახასიათებს რეგეცინის გელს, რომლის სამედიცინო დანიშნულება გამონაყარისა და ანთების მკურნალობაა. ახლა მას აქტიურად იყენებენ მიმიკური ნაოჭების წინააღმდეგ. რეგეცინის გელი შველის, აგრეთვე, ჭარბ პიგმენტაციას.

როგორც აღმოჩნდა, რეგეცინის გელის რეგულარული გამოყენება ასწორებს წვრილ მიმიკურ ნაოჭებს, განსაკუთრებით ეგრეთ წოდებულ ბატის ფეხებს.

კოსმეტოლოგების განმარტებით, რეგეცინის გელი შეიცავს ისეთ კომპონენტებს, რომლებიც მართლაც გამაახალგაზრდავებლად მოქმედებს კანზე და ეფქტურად ებრძვის ასაკობრივი ცვლილებების პირველ ნიშნებს.

სოფიო ბულაური
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 3 /
მაია
სად შეიძლება შევიძინო?
22:18 / 09-01-2018
გამოხმაურება / 0 /
ია
სად შევიძინოთ? არის რომელიმე აფთიაქში?
23:00 / 15-10-2017
გამოხმაურება / 0 /
ნია
სად შეიძლება შეძენა????
00:25 / 03-06-2017
გამოხმაურება / 0 /
TOPS