რეცეპტი:
300-400 ცალ ბაბუაწვერას ყვითელ ყვავილს დაასხით იმდენი ცივი წყალი, რომ ყვავილები დაიფაროს. გააჩერეთ ერთ დღე-ღამის განმავლობაში. შემდეგ ყვავილები ამოიღეთ, გაწურეთ და დაასხით 0,5 ლიტრი მდუღარე წყალი, შემოდგით ცეცხლზე და ადუღეთ 15-20 წუთის განმავლობაში. შემდეგ დაუმატეთ 1-2 კილოგრამი შაქარი, 1-2 დაჭრილი ლიმონი (შეიძლება კანიანად), 1-2 ჩაის კოვზი ლიმონმჟავა და კიდევ 5-7 წუთი ადუღეთ, ვიდრე თაფლისფერი არ გახდება. შემდეგ გადმოდგით ცეცხლიდან,
გამოყენების წესი:
დილით უზმოზე 1 სადილის კოვზი ბაბუაწვერას მურაბა გაურიეთ მწვანე ჩაიში და დალიეთ. შეგიძლიათ ბაყაყურას ნაყენითაც გააზავოთ და ისე მიირთვათ.
ბაბუაწვერასა და ბაყაყურას შეხამებით თქვენ მიიღებთ ანთებისა საწინააღმდეგო საშუალებას. ის, ასევე, მოქმედებს როგორც ნაღველმდენი და მატონიზებელი საშუალება, ასუფთავებს ღვიძლს შლაკებისა და რადიონუკლიდებისგან.
სოფიო ბულაური