07 მარტი, 2017
შეანელეთ დაბერების პროცესი - ეს შესაძლებელია
სილამაზის ყველაზე დიდი მტერი სწორედ დროა. წლების მატებასთან ერთად ნაოჭებიც მატულობს. საბედნიეროდ, არსებობს რეცეპტები, რომელთა საშუალებითაც ახალგაზრდობის გახანგრზლივება შეგიძლიათ. ამ რეცეპტების საშუალებით მნიშვნელოვნად მცირდება ნაოჭების წარმოქმნის პროცესი.

რეცეპტი # 1

ინგრედიენტები:

2 ფოთოლი ალოე.
ნახევარი კიტრი.
ზეითუნის ზეთი და იოგურტი.

მომზადების წესი:

ალოეს ფოთლებიდან გამოწურეთ წვენი და წვრილად დაჭერით. შემდეგ კიტრი და ალოე მოათავსეთ ბლენდერში, დაუმატეთ ზეითუნის ზეთი ან იოგურტი სასურველი რაოდენობით და ბლენდერის მეშვეობით კარგად აურიეთ, ვიდრე ერთგვაროვან მასას არ მიიღებთ.

გამოყენების წესი:

გაიწმინდეთ
სახე და წაისვით მიღებული მასა. შეგიძლიათ წასასმელად ფუნჯი გამოიყენოთ. ნიღაბი დაიტოვეთ მთელი ღამის განმავლობაში, დილით კი პირი ჩვეულებრივ დაიბანეთ.

საუკეთესო შედეგის მისაღწევად პროცედურა კვირაში სამჯერ გაიმეორეთ.

რეცეპტი # 2

ინგრედიენტები:

2 სტაფილო.
ლიმონის წვენი.
იოგურტი.

მომზადების წესი:

სტაფილო წვრილად დაჭერით და ლიმონის წვენთან და იოგურტთან ერთად ბლენდერით დააქუცმაცეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.

გამოყენების წესი:

გაიწმინდეთ სახე და ხელები და მიღებული მასა წაისვით სახეზე, გაიჩერეთ ნახევარი საათით და შემდეგ კარგად ჩამოიბანეთ.
პროცედურა გაიმეორეთ კვირაში სამჯერ.

რეცეპტები შეგიძლიათ ხელებისთვისაც გამოიყენოთ. უმოკლეს დროში საკუთარ ხელებს ვერ იცნობთ.

სოფიო ბულაური 

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS