07 მარტი, 2017
დიეტა მხოლოდ საუზმეზე - თქვენ დიდხანს შეინარჩუნებთ ჯანმრთელობასა და სილამაზეს
გულის დაავადებები, შაქრიანი დიაბეტი, ჰიპერტონია, ღვიძლის ცხიმიანობა, ასევე კიბოს განვითარების მომატებული რისკი ხშირად სწორედ ორგანიზმის ჭარბი სიმსუქნითაა გამოწვეული. ასე რომ, ზედმეტი კილოგრამების მოშორება მხოლოდ მოხდენილი გარეგნობისთვის არ არის აუცულებელი, უპირველეს ყოვლისა, ეს ჯანმრთელობისთვისაა საჭირო.

სიმსუქნის თავიდან ასაცილებლად კარგი იქნება, თუ უპირატესობას უჯრედისით მდიდარ საკვებს მიანიჭებთ, ის დიდი ხნით უნარჩუნებს ორგანიზმს ნაყროვანების გრძნობას. ასეთი საკვები განსაკუთრებით სასარგებლოა მათთვის, ვისაც შეკრულება აწუხებს.

გახდომისთვის კარგია ცილებით მდიდარი საკვებიც. ასე რომ, თუ ზედმეტ კილოგრამებს ებრძვით, შემოთავაზებული
დიეტა დაგეხმარებათ. ასეთი დიეტა აჩქარებს მეტაბოლიზმს და აუმჯობესებს ცხიმების წვის პროცესს. და რაც მთავარია, ამ დიეტის დაცვა მხოლოდ საუზმეზე მოგიწევთ, დანარჩენ დროს კი, რა თქმა უნდა, ზომიერად და ჯანსაღი საკვები უნდა მიირთვათ.

პირველი ვარიანტი

ინგრედიენტები:

1 ფორთოხალი.
1 ბანანი.
2 ლეღვი.
2 სადილის კოვზი სელის ზეთი.
2 სადილის კოვზი დაქუცმაცებული ნუში.
1/3 ჭიქა წყალი.

მომზადების წესი:
ყველა ინგრედიენტი მოათავსეთ ბლენდერში, კარგად დააქუცმაცეთ და მიირთვით.

მეორე ვარიანტი
ინგრედიენტები
:
1 ფინჯანი ჟოლო.
1 ბანანი.
1 ვაშლი.
ნახევარი ლიმონი.
1 სადილის კოვზი სელის თესლი.

მომზადების წესი:
ყველა ინგრედიენტი მოათავსეთ ბლენდერში და დააქუცმაცეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.

სოფიო ბულაური 

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS