06 მარტი, 2017
ჩირქოვანი იარა - თაფლი და კვერცხი სწრაფად დაგიბრუნებთ ჯანმრთელობას
მალომო, რომლის რეცეპტსაც შემოგთავაზებთ, სწრაფად მოგიშუშებთ ნებისმიერი სიმძიმის ჩირქოვან იარას. ის ხელს უწყობს ნებისმიერი იარის სწრაფად შეხორცებას, როგორც აღვნიშნეთ, ჩირქოვანი იარების ჩათვლით. რაც მთავარია, გამოცდილია.

ინგრედიენტები:
1 ჩაის კოვზი თაფლი.
1 ჩაის კოვზი ფქვილი.
1 უმი კვერცხის გული.

მომზადების წესი:
ყველა ინგრედიენტი კარგად აურიეთ ერთმანეთში და მიღებული მასა მაცივარში შეინახეთ.

გამოყენების წესი:

მალამო წაისვით დაზიანებულ მონაკვეთზე და ზემოდან ტუალეტის ქაღალდი დააფარეთ. სახვევი გამოიცვალეთ ყოველ სამ საათში. სახვევი ღამით შეგიძლიათ დაიტოვოთ.

მეორე დღესვე იარა ჩირქისგან გაიწმინდება.
თუ იარა მტკივნეულია, სახვევი უბრალოდ მოიძვრეთ, ჩირქი სპეციალურად, ხელოვნურად არ ამოწმინდოთ.

თუ შორსწასული პროცესია და პრობლემა ძალიან სერიოზულია, რა თქმა უნდა, აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს.
თვითმკურნალობა ყოვლად დაუშვებელია.

სოფიო ბულაური
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS