03 მარტი, 2017
ბუნებრივი ინგრედიენტები - აღმდგენი ნიღბები სუსტი თმისთვის
თმის პრობლემებს ხშირად ძვირად ღირებულ კოსმეტიკურ საშუალებებზე უკეთ შინაური რეცეპტები უმკლავდება.

ნიღაბი სუსტი თმისთვის

ეს ნიღაბი ამაგრებს და აღადგენს თმის სტუქტურას. ამისთვის საკმარისია ერთმანეთში აურიოთ და ბირკავას ზეთი და კვერცხი, კარგად ათქვიფოთ და მიღებული მასა წაისვით თავის კანსა და თმაზე. ნახევარი საათის შემდეგ კი ჩამოიბანეთ.

დამატენიანებელი ნიღაბი

მშრალი თმის სრულყოფილი მოვლისთვის აუცილებელია მისი დატენიანება. ეს რეცეპტი მშრალი, ბოლოებგაყოფილი თმისთვისაა განკუთვნილი.

ერთმანეთში აურიეთ ნახევარი ჭიქა ნატურალური იოგურტი დანამატებისა და საღებავების გარეშე,
ერთი სადილის კოვზი ალოეს წვენი, ერთი უმი კვერცხის გული და ორთქლის აბაზანაზე შემთბარი 20 მილილიტრი ქოქოსის ზეთი.

სოფიო ბულაური
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS