03 მარტი, 2017
რატომ უნდა ვჭამოთ დამბალი ნუში - დაეხმარეთ გულსა და ტვინს
ნუში ძალიან სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის. ეს ხილი ორგანიზმისთვის უმნიშვნელოვანეს ნივთიერებებს შეიცავს, მათ შორის, ომეგა- 3-ს, კალციუმს, თუთიას, Е ვიტამინს და უამრავ სხვას.

სპეციალისტები ირწმუნებიან, რომ უმჯობესია, ნუში წყალში დაალბოთ და ისე მიირთვათ.

ხმელი ნუშის კანში შემავალი ფერმენტის ინჰიბიტორის ძირითადი დანიშნულება თესლის დაცვაა. წყალში დალბობის შედეგად ფერმენტის ინჰიბიტორი გამოთავისუფლდება. ამის შემდეგ ნუში ორგანიზმისთვის გაცილებით ადვილი ასათვისებელი გახდება.
საერთოდ, კარგი იქნება, თუ გამოყენების წინ თხილეულის უმეტესობას მთელი ღამით წყალში ჩაალბობთ.

რა უპირატესობა აქვს დამბალ ნუშს?

ეხმარება გულს

ნუში
დიდი რაოდენობით შეიცავს მონონაჯერ ცხიმებს, ცილებსა და კალიუმს. ეს მინერალები ძალიან სასარგებლოა გულისთვის. ნუშში შემავალი Е ვიტამინი მნიშვნელოვნად ამცირებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განმვითარების რისკს, მაგნიუმი კი იცავს გულის შეტევისგან. ნუში, ასევე, ამცირებს არტერიის ანთების რისკს.

მატებს ენერგიას

საკმარისია დღეში რამდენიმე ცალი ნუში მიირთვათ და მთელ დღეს ენერგიულად გაატარებთ. ამით ნივთიერებათა ცვლის პროცესსაც დააჩქარებთ.

აქვეითებს ქოლესტერინის დონეს

კალციუმისა და Е ვიტამინის წყალობით, ნუში ერთ-ერთი პირველია იმ პროდუქტებს შორის, რომლებიც მავნე ქოლესტერინს აქვეითებენ.

აუმჯობესებს ტვინის მუშაობას

ნუში შეიცავს რიბოფლავინსა და L-კარნიტინს, რაც ააქტიურებს თავის ტვინის აქტივობას. გარდა ამისა, ეს ამცირებს ალცჰაიმერის დაავადების განვითარების რისკს.

ნუშში შემავალი ნივთიერებები, ასევე, ამაგრებს ძვლებს და აწესრიგებს სისხლის წნევას.

სოფიო ბულაური

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS