03 მარტი, 2017
ნაოჭების საწინააღმდეგო კრემი - გაახალგაზრდავდით ხუთი წლით
კრემი, რომლის რეცეპტსაც გთავაზობთ, პირველად გამოსცადა საკუთარ თავზე 54 წლის ბრაიტონელმა ქალბატონმა. მისი გამოყენებიდან ერთი თვის თავზე მან განაცხადა, რომ თავს ხუთი წლით ახალგაზრდად გრძნობდა.
რაც მთავარია, რეცეპტი შედგება ბუნებრივი ინგრედიენტებისგან და კანისთვის არანაირ საფრთხეს არ შეიცავს.

ინგრედიენტები:
2 ბლისტერი E ვიტამინი.

2 წვეთი ბეგქონდარას ეთერზეთი.

1 სადილის კოვზი ქოქოსის ზეთი.

მომზადების წესი:

ყველა ინგრედიენტი მოათავსეთ ჯამში და კარგად აურიეთ. შემდეგ მოათავსეთ შესაბამის ჭურჭელში და მაცივარში შეინახეთ.

გამოყენების წესი:

დაძინებამდე ორი საათით ადრე მიღებული მასა
წაისვით თვალების ირგვლივ მსუბუქი მასაჟისებური მოძრაობებით. ზედმეტი მასა ნაჭრის ხელსახოცით მოიშორეთ.

ეს საოცარი ელექსირი აახალგაზრდავებს თვალების ირგვლივ თხელ კანს. გარდა ამისა, დაგეხმარებათ მაკიაჟის მოშორებაში. რაც მთავარია, მოგაშორებთ წვრილ ნაოჭებს და ხუთი წლით გაგაახალგაზრდავებთ.

სოფიო ბულაური
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS