აძლიერებს იმუნურ სისტემას
ანანასი მდიდარია С ვიტამინით. ეს ვიტამინი ძლიერი ანტიოქსიდანტია, რომელიც წყალში იხსნება და ორგანიზმის უჯრედებს დაზიანებისგან იცავს, ამასთან აძლიერებს იმუნურ სისტემას და ჯანმრთელობის საერთო მდგომარეობას.
ამაგრებს ძვლებს
ანანასი შეიცავს მანგანუმს - მინერალს, რომელიც აძლიერებს ძვლებს და იცავს შემაერთებელი ქსოვილის ჯანმრთელობას. სპეციალისტებს მიაჩნიათ, რომ მანგანუმი სხვა მინერალებთან ერთად ხელს უწყობს ოსტეოპოროზის პროფილაქტიკას, განსაკუთრებით მენოპაუზის შემდგომ პერიოდში.
ხელს უწყობს თვალების ჯანმრთელობას
აუმჯობესებს საჭმლის მონელების პროცესს
ხილის უმრავლესბობა, მათ შორის ანანასიც, მდიდარია დიეტური ბოჭკოებით. საკვებ ბოჭკოებს დიდი მნიშვნელობა აქვს ნაწლავების ჯანმრთელობისთვის. ანანასში შემავალ ნივთიერებებს შორის უმნიშვნელოვანესი ადგილი უჭირავს ბრომელაინს - ფერმენტს, რომელსაც ცილების ათვისება შეუძლია და ძალიან ეხმარება ორგანიზმს საჭმლის მონელების პროცესში.
ეს ანანასის სასიკეთო თვისებების მხოლოდ მცირე ჩამონათვალია. ანანასი აქტიურად ებრძვის ანთებას, სისხლის შედედებას, გაციებას. ასე რომ, დღეში სულ რაღაც ორი ნაჭერი ანანასის დახმარებით მნიშვნელოვნად გაიუმჯობესებთ ჯანმრთელობას.
სოფიო ბულაური