02 მარტი, 2017
თვითმასაჟი - უმკურნალეთ თავის ტკივილს, უძილობას, ქრონიკულ დაღლილობას, თავბრუსხვევას
სპეციალისტები ირწმუნებიან, რომ თვითმასაჟი ძილის წინ ძალიან სასარგებლოა ჯანმრთელობის საერთო მდგომარეობისთვის.

მასაჟი, როგორც ცნობილია, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას. ასევე, აუმჯობესებს ოფლისა და ცხიმოვანი ჯირკვლების სეკრეციას, ნივთიერებათა ცვლას, ამცირებს კანქვეშა ცხიმის დონეს, კანს უფრო ჯანმრთელს, მკვრივსა და ელასტიკურს ხდის.

მასაჟი დადებითად მოქმედებს კუნთებზე, ხსნის დაძაბულობას, აძლიერებს მათ და დრეკადობას მატებს. მასაჟი აძლიერებს საჭმლის მონელების პროცესს, ასევე, მას იყენებენ დამატებით სამკურნალო საშუალებად სხვადასხვა დაავადების დროს.

ტკივილის თავიდან აცილება შეიძლება ფეხისგულებზე გარკვეული წერტილების მასაჟით.

ძილის წინ თვისმასაჟი სულ რაღაც
10-15 წუთს წაგართმევთ. დადებით ეფექტს კი რამდენიმე დღეში იგრძნობთ.

ფეხებზე ყველაზე ადვილად შეძლებთ დამოუკიდებლად მასაჟის გაკეთებას.

ამ გზით თქვენ შეძლებთ თავიდან აიცილოთ თავის ტკივილი, უძილობა, ქრონიკული დაღლილობა, თავბრუსხვევა, ასევე დაგეხმარებათ ისეთი დაავადებების მკურნალობისას როგორიცაა მაღალი წნევა, ღვიძლის, თირკმლებისა და გულის დაავადებები.

სოფიო ბულაური
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS