02 მარტი, 2017
5 ნიშანი, რომ თქვენი აპენდიქსი მალე გასკდება
აპენდიციტი იშვიათი პრობლემაა, თუმცა მსოფლიო მოსახლეობის 5%-ს მაინც აწუხებს. ამიტომ, უმჯობესია თავი წინასწარ დაიზღვიოთ.

თუ ექიმს დროულად არ მიმართავთ, ანთებით დაავადებული აპენდიქსი შესაძლოა გასკდეს, რაც სასიკვდილოდ საშიშია:

1. მუცელი ისე ძლიერად გტკივათ, როგორც არასდროს
როგორც წესი აპენდიციტის დროს ძლიერი ტკივილები ჭიპიდან მუცლის ქვედა არემდე შეგაწუხებთ. ამ დროს აუცილებლად გადაიღეთ ტომოგრაფია. თუ მოძრაობა, ხველება და წამოდგომაც გიჭირთ, შესაძლოა კიდევ უფრო სერიოზული პრობლემით, მუცლის მთელი კედლის ანთებით იყოს გამოწვეული და აპენდიქსი მალე გასკდება ან უკვე გამსკდარია, ამიტომ გამოიძახეთ
სასწრაფო დახმარება.

2. გაწუხებთ გულისრევა, ღებინება და მადის დაკარგვა
ეს სიპტომები აუცილებლად აპენდიციტზე არ მიანიშნებს, მაგრამ, თუ მუცლის ტკივილს თან ახლავს ღებინება, უმჯობესია  ექიმს გაესინჯოთ.

3. საპირფარეშოში ჩვეულებრივზე ხშირად დადიხართ
ზოგიერთ ადამიანს აპენდიქსი შარდის ბუშტთან ძალიან ახლოს აქვს განთავსებული. ამ ორი ორგანოს კონტაქტისას კი შარდის ბუშტიც ღიზიანდება და ანთებით ავადდება. შედეგად კი საპირფარეშოში ხშირად გინდებათ. ხოლო, თუ შარდვისას მუცლის ტკივილი შეგაწუხებთ შესაძლოა, აპენდიციტის ნიშანი იყოს.

4. გაქვთ ცხელება და გაკანკალებთ
შეციება და ცხელება ორგანიზმში ანთებითი პროცესების მიმდინარეობაზე მიუთითებს. აპენდიციტი ხშირად სიცხით და ციებით ვლინდება. თუ მუცლის ტკივილთან ერთად ტემპერატურა იწევს, ექიმი გამოიძახეთ.

5. გონება გებინდებათ
თუ დაბნეულობა შეგაწუხებთ და ორიენტაციას კარგავთ, იმის ნიშანია, რომ ინფექცია გაღრმავდა და სისხლში გადავიდა, რაც ძალიან საშიშია.
თუ ადამიანი არაადეკვატურად იქცევა, ნუ გადადებთ - მიმართეთ ექიმს.

ანა გარელი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
ხათუნა
დაზგვევა როდესაც აქვს პაციენტს რა ჯდება ბრმნაწლავის ოპერაცია ქრონიკულის დროს რამდენ ხანში არის გააკეთე ელი ამის ოპერაცია როდესაც ბავშვთან გვაქ საქმე. რამდენჯერმე ტკივილებიდ შევედიდ და არ გვიკეთებენ რადგან აქვს დაზღვევა
13:55 / 16-11-2020
გამოხმაურება / 0 /
TOPS