ყველაზე საიმედო დიეტებს, რა თქმა უნდა, საუკეთესო სპეციალისტები და დიეტოლოგები ადგენენ. მათი რეკომენდაციები ჯანმრთელობისთვის უსაფრთხოა.
ამჯერად შემოგთავაზებთ დიეტგეგმას, რომელიც წამყვანი კარდიოლოდის მიერაა შემუშავებული და ერთ კვირაში ათი კილოგრამის დაკლების შესაძლებლობას იძლევა.
ვიდრე მის განხორციელებას შეუდგებით, უნადა იცოდეთ, რომ ეს არის დიეტგეგმის ორკვირიანი გეგმა და მთელი რეჟიმის განმავლობაში უნდა გამოიყენოთ ერთი და იგივე საუზმე.
საუზმეზე უნდა ჭამოთ მხოლოდ ერთი სახეობის ხილი: ფორთოხალი, ატამი, მსხალი, ნესვი, საზამთრო.
გაითვალისწინეთ: საუზმეზე არ
პირველი დღე
სადილი: ფორთოხალი. 1 მოხარშული კვერცხი. 1 ჭიქა იოგურტი.
ვახშამი: 2 პომიდორი. 2 მაგრად მოხარშული კვერცხი. კიტრი ან სალათის ფურცლები. ორი ნაჭერი ორცხობილა ან გახუხული პური.
მეორე დღე
სადილი: ფორთოხალი. 1 მოხარშული კვერცხი. 200 მილიგრამი იოგურტი.
ვახშამი: 125 გრამი მოხარშული საქონლის ხორცი. პომიდორი. 1 ორცხობილა. ფორთოხალი. ერთი ფინჯანი უშაქრო ჩაი ან ყავა.
მესამე დღე
სადილი: 1 მოხარშული კვერცხი. ფორთოხალი. იოგურტი. სალათის ფურცლები ან კიტრი.
ვახშამი: 125 გრამი მოხარშული საქონლის ხორცი. ფორთოხალი. ერთი ფინჯანი უშაქრო ჩაი ან ყავა.
მეოთხე დღე
სადილი: 125 გრამი ყველი. პომიდორი. ერთი ორცხობილა.
ვახშამი: 125 გრამი მოხარშული საქონლის ხორცი. ორი პომიდორი. ვაშლი. ერთი ორცხობილა.
მეხუთე დღე
სადილი: 200 გრამი მოხარშული თევზი ან ხორცი. ერთი პომიდორი. ერთი ორცხობილა.
ვახშამი: ნახევარი კილო მოხარშული კარტოფილი, სტაფილი ან ბარდა.
ხორცი და ბოსტნეული მიირთვით უმარილოდ, უკიდურეს შემთხვევასი შეგიძლიათ დაუმატოთ მხოლოდ ერთი მწიკვი.
მეექვსე და მეშვიდე დღეს დაისვენეთ. მერვე დღეს დიეტა გააგრძელეთ.
დიეტის განმავლობაში არ შეიძლება ალკოჰოლის მიღება.
პირველი 5 დღის განმავლობაში თქვენ დაკარგავთ 4-5 კილოგრამს. გააკეთეთ ორდღიანი შესვენებები და საჭიროების შემთხვევაში გეგმა გააგრძელეთ. ასე უფრო უსაფრთხო იქნება ჯანმრთელობისთვის.
ორშაბათობით დაიცავით შემდეგი დიეტა:
საუზმე: 1 ფინჯანი ლიმონის წვენი უშაქროდ.
სადილი: ვაშლი და ორცხობილა.
ვახშამი: 1 მოხარშული კვერცხი და პომიდორი.
ჩამოთვლილი პროდიქტი შეგიძლიათ მიირთვათ ცივი ან ცხელი, ამას მნიშვნელობა არა აქვს. მთავარია დაიცვათ თანამიმდევრობა და არ გამოტოვოთ საკვების მიღება.
სოფიო ბულაური