იცავს გულ-სისხლძარღვთა დაავადებებსგან
გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით დღეს მსოფლიოში უამრავი იადამიანი იღუპება. დაავადების რისკის შემცირება სწორი კვებით და აქტიური ცხოვრების წესით შეიძლება.
კარგი იქნება, თუ რაციონში რაც შეიძლება ხშირად ჩართავთ მარწყვს. მასში შედის ნივთიერებები, რომლებსაც შეუძლიათ მავნე ქოლესტერინის დონის გაკონტროლება. ამ ტიპის ქოლესტერინი ძირითადად კბილის ნადებში გროვდება, ის ავიწროებს
მარწყვი 110%-ზე მეტ С ვიტამინს შეიცავს. ის ორგანიზმისთვეს ერთ-ერთი ყველაზე აუცილებელი ვიტამინია, რომელიც ეხმარება ორგანიზმს ნორმალურად ფუნქციონირებაში, ამაგრებს სისხლძარღვებსა და არტერიებს. აწესრიგებს სისხლის წნევას.
მარწყვში შემავალი ანტიოქსიდანტები იცავს ქრონიკული დაავადებებისგან.
ახანგრძლივებს ახალგაზრდობას
თუ გინდათ, იყოთ ჯანმრთელი და დიდი ხნით შეინარჩუნოთ ახალგაზრდობა, უპირველეს ყოვლისა, ამაზე ზრუნვა უჯრედებიდან უნდა დაიწყოთ. უჯრედები დინამიკურობით გამოირჩევიან - უჯრედი კვდება, მაგრამ მას აქვს გამრავლების (განსაკუთრებით კიბოს უჯრედები), მუტაციისა და განახლების უნარი.
უჯრედების დაზიანების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი თავისუფალი რადიკალების არსებობაა. თავისუფალი რადიკალების შემცირება ანტიოქსიდანტებით შეიძლება, რომლებიც უხვადაა ხილსა და ბოსტნეულში. ანტიოქსიდანტები დიდი რაოდენობითაა მარწყვშიც.
იცავს შაქრიანი დიაბეტის განვითარებისაგან
მარწყვს შეუძლია გააკონტროლოს სისხლში შაქრის დონე და დაგიცვათ შაქრიანი დიაბეტისაგან.
გავრცელებული აზრის საწინააღმდეგოდ, მარწყვი სინამდვილეში ძალიან ცოტა რაოდენობით შეიცავს შაქარს. ასე რომ, დიაბეტით დაავადებულებმა შეიძლება თავს უფლება მისცენ და რაციონში თამამად ჩართონ ეს გემრიელი და მაცდური ხილი.
სოფიო ბულაური