სხეულის წყურვილის სხვადასხვა შედეგები:
სისუსტე
წყლის უკმარისობისას ფერხდება სისხლის ცირკულაცია და ეცემა არტერიული წნევა. შესაბამისად კუნთებს საკმარისი ჟანგბადი და საჭირო ნივთიერებები არ მიეწოდება, შედეგად ვიღებთ დაღლილობის და სახსრებში მსხვრევის შეგრძნებას.
შარდის მუქი შეფერილობა
შარდის მუქი შეფერილობა პირველი ნიშანია იმისა, რომ ცოტა წყალს სვამთ.
მოულოდნელი თავბრუსხვევა
თუ მოულოდნელი თავბრუსხვევები გაწუხებთ, ეჭვიც არ შეგეპაროთ, რომ წყლის ნაკლებობას განიცდით. ამ
გახშირებული პულსი
ორგანიზმში არასაკმარისი წყლის დროს ელექტროლიტების დონე საგრძნობლად ეცემა, რასაც გულ-სისხლძარღვთა სისტემის კუნთებში სპაზმებს იწვევს, ამის გამო ხშირდება პულსი.
გადახურება
წყალი ორგანიზმში სხეულის ტემპერატურას არეგულირებს. თუ ნაკლებია წყალი, თერმორეგულაცია ირღვევა და ადამიანის სხეული გადახურებას განიცდის.
კრუნჩხვები
როგორც უკვე აღვნიშნეთ, სისხლის ცირკულაციის შეფერხება კუნთების სასარგებლო ნივთიერებებით კვებას აუარესებს, ხოლო როცა სასარგებლო ნივთიერებების მარაგი ამოიწურება, იწყება კრუნჩხვები.
მონელების დარღვევა
ორგანიზმიდან გადამუშავებული საკვების გამოდევნისთვის, ნაწლავს აუცილებლად ესაჭიროება წყალი, მისი ნაკლებობის დროს კი ირღვევა მომნელებელი სისტემის ფუნქცია.
მშრალი კანი
ორგანიზმში წყლის ნაკლებობის პარალელურად კოლეოგნებებისა და ელასტინის დონეც ეცემა, რაც კანის ელასტიურობაზეა პასუხისმგებელი.
უცრემლოდ ტირილი
როცა ტირილის დროს ცრემლი არ მოგდით, იმაზე მიანიშნებს, რომ ორგანიზმი უწყლობას კატასტროფულად განიცდის.
ნახეთქები ტუჩებზე
ტუჩებზე ნახეთქების გაჩენა ყოველთვის შეუსაბამო კოსმეტიკის ბრალი არ არის, ამიტომ ვიდრე ახალი პომადის შეძენას გადაწყვეტთ, ეცადეთ დღეში ჩვეულებრივზე ორი ჭიქით მეტი წყალი დალიოთ.
ანა გარელი