27 თებერვალი, 2017
რა განაპირობებს ჯანმრთელ კბილებს - მეცნიერების აღმოჩენა
ბოსტონის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ის ფაქტორები დაასახელეს, რაც პირის ღრუს ჯანმრთელობაზე ახდენს გავლენას.

სპეციალისტები აცხადებენ, რომ პირის ღრუს ჰიგიენაზე გავლენას ნაწილობრივ ახლოს მყოფი ადამიანი, მისი ოჯახი და მეგობრები ახდენენ. ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ ადამიანი მის გარშემო მყოფი ადამიანების ჩვევებს იზიარებს, რაც ჰიგიენასა და საკვებსაც მოიაზრებს.

ეს ეხება მეგობრების გარემოცვაში დალეულ შაქრის შემცველ სასმელებს, ან კბილის რეგულარული წმენდის ჩვევას - დღეში მინიმუმ ორჯერ, რაც ოჯახში ინერგება.

მეცნიერებმა დაკვირვება 200-ზე მეტ ქალზე ჩაატარეს. ამ სახით, მათ ათასამდე პირი
გამოავლინეს, რომლებიც ერთმანეთზე შესამჩნევ გავლენას ახდენდნენ, მათ შორის პირის ღრუს ჰიგიენასთან დაკავშირებულ პრაქტიკაზე.

ანა გარელი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS