მამაკაცებთან შედარებით, ქალები გაცილებით ადვილად აფრქვევენ ცრემლებს. სპეციალისტებმა კი გამოარკვიეს, როგორ მოქმედებს ცრემლები ჯანმრთელობაზე.
გამოდევნის ტოქსინებს
ტირილი არა მარტო ათავისუფლებს ჩვენს გონებას ნეგატიური ემოციისგან, არამედ ასუფთავებს სხეულსაც. ცრემლების საშუალებით ორგანიზმი თავისუფლდება იმ ქიმიური ნივთიერებებისგან, რომლებიც აძლიერებენ სტრესის ჰორმონის გამომუშავებას. გარდა ამისა, ტირილის დროს ხშირდება ოხვრა, შარდვა
ანადგურებს მიკრობებს
ტირილი კლავს მავნე ბაქტერიებს. ცრემლი შეიცავს ლიზოციმს, რომელიც 5-10 წუთში კლავს ბაქტერიების 95%-ს. ცრემლს ძლიერი ანტიმიკრობული მოქმედება აქვს. მას შეუძლია ციმბირული წყლულისგანაც კი დაიცვას ადამიანი.
აუმჯობესებს მხედველობას
ცრემლი შეიცავს ნივთიერებებს, რომლებიც ასუფთავებს თვალის კაკლებსა და ქუთუთოებს, და აუმჯობესებს მხედველობას - უფრო მკაფიოს ხდის მას. თვალის კაკლების სიმშრალისას მხედველობა ოდნავ გადღაბნილი ხდება. ცრემლები ასუფთავებს თვალების ზედაპირს, ჩამორეცხავს მტვერს და ატენიანებს მას.
გარდა ამისა, ტირილი ნებისმიერ ანტიდეპრესანტზე უკეთ აუმჯობესებს გუნებას, ათავისუფლებს სევდისა და ნაღველისაგან. ის უზრუნველყოფს განტვირთვას. თუმცა, თუ ძლიერ სტრესსა და შფოთს განიცდით, საეჭვოა, ტირილმა დადებითი შედეგი მოგცეთ. ამ შემთხვევაში აუცილებლად მიმართეთ სპეციალისტს.
ხშირად ურთიერთობების გარკვევისას ცრემლები გაცილებით მეტს ამბობენ, ვიდრე სიტყვები, ასე რომ, მათ ურთიერთობების გამოსწორებაც შეუძლიათ.
სოფიო ბულაური