25 თებერვალი, 2017
გემრიელი საკვები – როგორ ვჭამოთ, რომ არ გავსუქდეთ
სპეციალისტები ამბობენ, რომ გემრიელი კერძები ყოველთვის არ ნიშნავს მავნე საკვებს. თუ გაითვალისწინებთ რამდენიმე მარტივ რჩევას და სწორად მოამზადებთ კერძებს, არც ჯანმრთელობას ავნებთ და არც თქვენს მოხდენილ გარეგნობას დაემუქრება საფრთხე:

უპირატესობა მიანიჭეთ გამომცხვარ და არა შემწვარ საკვებს, მაგალითად, ღუმელში მომზადებული თევზი, ხორცი, ბოსტნეული უფრო გემრიელია და ჯანმრთელობასაც არ ვნებს. ამგვარად მომზადებულ თევზსა და ხორცს სუნელებით შეზავებული ბრინჯის გარნირი მოუხდება, გარნირად შეგიძლიათ შეარჩიოთ ბრიუსელის კომბოსტო, ბროკოლი და ლამაზად გააფორმოთ მწვანილით.

ტრადიციული მძიმე სალათები, როგორებიცაა„ოლივიე“ და „შუბა“ შეგიძლიათ,
ახალი ბოსტნეულით, ხილითა და მწვანილით ჩაანაცვლოთ. მით უმეტეს, თუ მარხვას იცავთ, ამგვარი სალათა, თქვენს სამარხვო რაციონს უფრო გაამრავალფეროვნებს, თან, ჯანმრთელობისთვისაც ბევრად სასარგებლოა. თქვენს ჯანმრთელობას არ ავნებს, თუ ზომიერად მიირთმევთ თხლად დაჭრილ შებოლილ პროდუქტსა და ყველს.

ჯანმრთელობისთვის, ასევე, წონაში რომ არ მოიმატოთ, უმჯობესი იქნება, გაზიანი სასმლის ნაცვლად, ჩვეულებრივი წყალი ან ნატურალური ხილის ან ბოსტნეულის წვენი დალიოთ. ტკბილი ღვინო კი მშრალი და ნახევრად მშრალი ღვინოებით შეცვალეთ.

საერთოდ კი, ყველაზე კარგი რჩევაა, დაიცვათ ზომიერება ყველანაირი სკვებისა და სასმლის მიღებისას.

სოფიო ბულაური 

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS