კალცის ნაკლებობის ნიშნები:
1. ფეხის კრუნჩხვები
კალცის ნაკლებობას ნერვის დაბოლოების სპაზმების გამოწვევა შეუძლია.
2. ჩხვლეტა ან დაბუჟება
კიდევ ერთი შედეგი - ფეხებსა და ხელებში ჩხვლეტები ან დაბუჟებაა.
3. ხვრელები ან ბზარები კბილებზე
თუ მოულოდნელად კბილებზე ხვრელებმა იმატა, ორგანიზმი კალცის ნაკლებობას გამცნობთ.
4. მტვრევადი ფრჩხილები
კალცი კბილებში, ძვლებსა და ფრჩხილებში ინახება, ამიტომ, თუ ფრჩხილები მტვრევადი ხდება, ე.ი. კალცის დეფიციტს განიცდით.
5.
კალცი ძილის ჰორმონის, მელატონინის გამოყოფას ეხმარება და კალცის დონე ღრმა ძილის დროს იზრდება.
6. წელში მოხრილი ხართ
როცა კალცის ნაკლებობის დროს ძვლები სუსტდება, სხეული მოხრას იწყებს. ასევე ვლინდება კისრის ან ზურგის ტკივილით.
7. მეხსიერების დაკარგვა
ისეთი ნევროლოგიური სიმპტომები, როგორებიცაა მეხსირების დაკარგვა და ჰალუცინაცია, შესაძლოა ასევე კალცის ნაკლებობისგან იყოს გამოწვეული.
8. აპოპლექსიური დამბლა
კალცი მნიშვნელოვანია ნეირომედიატორებისა და კუნთოვანი დაბოლოებების სწორი ფუნქციონირებისთვის. კალცის დეფიციტს კი ჯანმრთელ ადამიანშიც შეუძლია კრუნჩხვების გამოწვევა.
თუ კალცის დეფიციტს განიცდით, საკმარისი არ არის დამატებითი ჭიქა რძის დალევა. უნდა ეწვიოთ ექიმს და თქვენი სიმპტომები პროფესიონალთან განიხილოთ.
ანა გარელი