23 თებერვალი, 2017
ყელი გტკივათ და ანგინა ხშირად გაწუხებთ – დაიხმარეთ სამკურნალო ბალახები
ანგინა მწვავე ინფექციურ-ალერგიული დაავადებაა. თუ ალერგიული ხართ, ხალხურ რეცეპტებს ექიმთან კონსულტაციის გარეშე ნუ გამოიყენებთ.

ანგინის სამკურნალოდ, როგორც სავლები საშუალება, ბალახების შემდეგი ნაკრები გამოგადგებათ:

თითო წილი გვირილა, ევკალიპტი და გულყვითელას ყვავილი ერთმანეთში აურიეთ, ერთ სადილის კოვზ ნარევს დაასხით 1,5 ჭიქა მდუღარე წყალი, ადუღეთ 2 წუთი, შემდეგ გადმოდგით, კარგად შეფუთეთ, გააჩერეთ ნახევარი საათით, გადაწურეთ და გამოივლეთ ყელში.

4 ჩაის კოვზ სალბის ფოთლებს დაასხით 2 ჭიქა მდუღარე წყალი, გააჩერეთ 30 წუთით, შემდეგ გადაწურეთ და გამოივლეთ ყელში, 5-6-ჯერ დღეში.

აურიეთ ერთმანეთში 2 წილი ევკალიპტი, 1 წილი სელის თესლი, 2 წილი გვირილისა და 2 წილი ცაცხვის ყვავილი. 1 სადილის კოვზ ნარევს დაასხით ერთი ჭიქა მდუღარე წყალი, გააჩერეთ 30 წუთით, შემდეგ გადაწურეთ და გამოივლეთ ყელში 4-5-ჯერ დღეში.

ზემოხსენებული სამკურნალო ბალახების გამოყენება იჰალაციის სახითაც შეიძლება, უკეთეს შედეგს მიიღებთ, თუ მათში ცოტაოდენ ზეთსაც შეურევთ.

სოფიო ბულაური 

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS