ზედმეტი თმის ზრდა ქალებში სხვადასხვა მიზეზით შეიძლება იყოს გამოწვეული. მათ შორის ჰორმონალური ან გენეტიკური ფაქტორით. არასასურველი თმის მოსაშორებლად დღეს უამრავი კოსმეტიკური საშუალება და პროცედურა არსებობს, მაგრამ არიან ქალბატონები, რომლემლებიც ბუნებრივი ინგრედიენტებისგან შემდგარ რეცეპტებს ანიჭებენ უპირატესობას.
კურკუამა და რძე
ერთმანეთში აურიეთ თითო კოვზი კურკუმა და რძე და თითებით ფრთხილად წაისვით ზედა ტუჩზე. როცა კარგად გაშრება, თითებით მოიშორეთ კანიდან და ცივი წყლით ჩამოიბანეთ.
კვერცხის ცილა
აურიეთ ერთმანეთში ერთი კვერცხის ცილა და თითო ჩაის კოვზი მჭადის ფქვილი და
შაქარი. კარგად ათქვიფეთ. უნდა მიიღოთ წებოვანი მასა. გაიჩერეთ 30 წუთის განმავლობაში, ვიდრე კარგად არ გაშრება. შემდეგ თითებით მოიშორეთ და ცივი წყლით ჩამოიბანეთ.
სოფიო ბულაური