23 თებერვალი, 2017
მეცნიერებმა დაასახელეს პროდუქტი, რომელსაც ინსულტის შეჩერება შეუძლია
აშშ-ში ჩატარებული ექსპერიმენტის შემდეგ, მეცნიერებმა განაცხადეს, რომ კვერცხს ინსულტის თავიდან აცილება შეუძლია. ყველაფერს კი მასში შემცველ ამინომჟავებს უნდა ვუმადლოდეთ.

მიჩიგანის უნივერსიტეტში კვლევა იმ პროდუქტების აღმოსაჩენად ჩაატარეს, რომლებსაც ინსულტის აღმოფხვრა შეუძლია.

დაავადების პროფილაქტიკისთვის ყველაზე ხელმისაწვდომი პროდუქტი, ქათმის კვერცხი აღმოჩნდა. ექსპერიმენტის მონაწილეებს დღეში ერთი კვერცხი მაინც უნდა შეეჭამათ.

სპეციალისტებმა მალე მონაწილეების ჯანმრთელობის დამაკმაყოფილებელი ცვლილებები შენიშნეს. დაკვირვების წყალობით, მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ დღეში 1 კვერცხის მირთმევა ინსულტის რისკს 12 % -ით ამცირებს.

ამ შედეგს პროდუქტში დიდი რაოდენობით ანტიოქსიდანტური ნივთიერებების
შემცველობით ვიღებთ. ამის წყალობით უჯრედებში ჰაერის წნევა იკლებს და აღმოიფხვრება ანთებითი პროცესები, რომლებიც იშემიურ დაავადებებთან და ტვინში სისხლისმიმოქცევის დარღვევასთანაა კავშირში.

ანა გარელი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS