განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა დიდ ქალაქებში. ამიტომაც აუცილებელია დროდადრო ფილტვების გასუფთავებაზეც იზრუნოთ.
შემოგთავაზებთ ფილტვების გასუფთავების რამდენიმე ხალხურ რეცეპტს.
ფილტვების გასუფთავებაში ხახვი და ნიორი დაგეხმარებათ. მათი ეთერზეთები შეიცავენ ფიტონციდებს, რომლებსაც გამწმენდი და მიკრობსაწინაააღმდეგო მოქმედება აქვთ.
ერთი თავი ხახვი ან ნიორი გახეხეთ სახეხზე, შეურიეთ თაფლი ან შაქარი პროპორციით 1:1, გააჩერეთ თბილ ადგილას ორი საათით. მიღებული სიროფი დალიეთ ჭამის შემდეგ სამჯერ დღეში თითო სუფრის კოვზი - ასე
ამ საშუალების გამოყენება შეიძლება გაციებით გამოწვეული დაავადებების შემდეგ.
გამოკვეთილად ანტისეპტიკური და გამწმენდი თვისებები აქვს ფიჭვის კვირტებს. ერთი სუფრის კოვზი ფიჭვის კვირტები თერმოსში ჩაყარეთ, დაასხით ერთი ჭიქა მდუღარე წყალი, დააყოვნეთ ერთი საათით, შემდეგ გადაწურეთ და დალიეთ ჭამის შემდეგ ორჯერ დღეში. ეს რეცეპტიც კვირაში ერთხელ გამოიყენეთ.
ფილტვების გასასუფთავებლად ძახველსაც იყენებენ. ერთ ჭიქა ნედლ ან გამომშრალ ძახველის ნაყოფს დაასხით ერთი ლიტრი მდუღარე წყალი, 5-6 წუთი დაბალ ცეცხლზე ადუღეთ, შემდეგ გადაასხით თერმოსში, დაუმატეთ 3 სადილის კოვზი თაფლი, დააყოვნეთ რამდენიმე საათით და მიიღეთ 100 მილილიტრი 3-4-ჯერ დღეში.
სოფიო ბულაური