მეცნიერების მორიგი კვლევების შედეგად დადგინდა, რომ მამის რაციონიდან ხორცის ამოღება მისი შვილების ნაყოფიერებაზე დიდ გავლენას ახდენს.
აღმოჩნდა, რომ მშობლის რაციონში არასაკმარისი ცილების დროს შთამომავლების სპერმატოზოიდები ზარმაცდება, ცილების სიუხვის შემთხვევაში კი პირიქით, დადებითი ეფექტი აქვს.
მეტიც, ცილების დაბალი დონე იმუნურ სისტემას აქვეითებს. The Daily Mail -ის ცნობით, მამების რაციონში ცილების დიდი რაოდენობა კი ზრდის შვილების რეპროდუქტიულობას და მეტაბოლიზმის პროცესიც მეტად აქტიურია.
რაც შეეხება დედის რაციონში ცილების რაოდენობის გავლენას შვილებზე, ეს მეცნიერებს ჯერ არ დაუდგენიათ.
ანა გარელი