ორკბილა ბევრ ისეთ სასარგებლო ნივთიერებას შეიცავს, რისთვისაც ის ალერგიის საწინააღმდეგო ერთ-ერთ საუკეთესო ხალხურ საშუალებადაა მიჩნეული.
ალერგიის სიმპტომების შესაბამისად, აუცილებელია მკურნალობის მეთოდის შერჩევა. ამიტომაც უმჯობესი იქნება კონსულტაციისთვის მიმართოთ ექიმს.
ორკბილას ნაყენი
ალერგიის პირველი სიმპტომისთანავე, გართულების თავიდან ასაცილებლად, დალიეთ ორკბილას ნაყენი, მისი მომზადება ძალიან ადვილია: ერთ კოვზ
გამწვავების შემთხვევაში ერთის ნაცვლად შეგიძლიათ ორი კოვზი ორკბილა აიღოთ. ნაყენი უნდა მიიღოთ რეგულარულად 15 კვირის განმავლობაში, შემდეგ უნდა შეისვენოთ 10 კვირით და კურსი გაიმეოროთ. აუცილებლად ახალ-ახალი ნაყენი მოამზადეთ.
ორკბილას კომპრესები
50 გრამ ორკბილას ორი ჭიქა ზეთი დაასხით და ორიოდე საათით წყლის აბაზანაზე შემოდგით, პერიოდულად ამოურიეთ. გამოიყენეთ კომპრესის სახით, დაიფინეთ კანის დაზიანებულ მონაკვეთზე.
ორკბილას მალამო
წყლის აბაზანაზე შეათბეთ 10 გრამი ლანოლინი, შემდეგ შეურიეთ 5 ჩაის კოვზი ორკბილა და 10 გრამი წინასწარ შემთბარი ვაზელინი. ყველაფერი კარგად აურიეთ და მიღებული მასა ალერგიული გამონაყარისთვის მალამოს სახით გამოიყენეთ.
ორკბილას აბაზანა
ორკბილას აბაზანას ხშირად ჩვილ ბავშვებსაც უნიშნავენ. ის ხსნის შეშუპებას, კანის სიწითლეს, აუმჯობესებს საერთო მდგომარეობას. ზემოაღნიშნული მეოდით მოამზადეთ ორკბილას ნაყენი და ჩაასხით აბაზანაში. მიიღეთ აბაზანა ძილის წინ 20 წუთის განმავლობაში. საჭიროა 10 პროცედურა.
სოფიო ბულაური