20 თებერვალი, 2017
რა უნდა ვჭამოთ, ნაოჭები რომ არ გაგვიჩნდეს – რა არის საჭირო 40 წელზე უფროსი ასაკის მამაკაცებისა და ქალებისთვის
ახალგაზრდობისა და ჯანმრთელობის შენარჩუნება, უპირველეს ყოვლისა, დამოკიდებულია იმაზე, თუ რა სახისა და ხარისხის პროდუქტით ვიკვებებით. მნიშვნელოვანია ისიც, რომელ ასაკში რა საკვებს უნდა მივანიჭოთ უპირატესობა.

30 წლის ქალბატონებს პირველი ნაოჭები გაცილებით გვიან გაუჩნდებათ, თუ ისინი რეგულარულად მიირთმევენ თხილეულს და საქონლის ღვიძლს.

40 წელზე უფროსთათვის სასარგებლოა ბეტაკაროტინი, რომელიც ბევრია სტაფილოში და სხვა ოქროსფერ და წითელ ბოსტნეულსა და ხილში.

50 წლის ზემოთ კი მაგნიუმია აუცილებელი გულისათვის და კალციუმი, რათა ძვლები ჯანმრთელი გქონდეთ.

40 წელზე უფროსი ასაკის მამაკაცებისათვის სელენია
საჭირო, რომელიც ყველსა და საქონლის თირკმლებშია. ეს მინერალი სტრესს ებრძვის. სტრესი კი, მოგეხსენებათ, პოტენციის პირველი მტერია.

50 წლის ზემოთ კაცებმა თევზეულს უნდა მიანიჭონ უპირატესობა, რათა გული და სისხლძარღვები დაიცვან.

სოფიო ბულაური
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS