ვაშლის ძმარი
კანის ტიპი: ნორმალური, ცხიმიანი
როგორც ანტიბაქტერიული საშუალება, ვაშლის ძმარი საუკეთესოა ნორმალური და ცხიმიანი სახის კანისთვის. ის საუკეთესოდ აღადგენს კანის рН-ს. გაითვალისწინეთ, ვაშლის ძმარი ძლიერი საშუალებაა და მისი სუფთა სახით გამოყენება რეკომენდებული არ არის. ამიტომაც გააზავეთ წყალში პროპორციით
მწვანე ჩაი
კანის ტიპი: მშრალი, ნორმალური, ცხიმიანი
მწვანე ჩაი თქვენს კანს აბრეშუმის სიგლუვეს შესძენს. ამისთვის დააყენეთ ერთი ფინჯანი მწვე ჩაის ნაყენი დაგჭირდებათ. დამატებითი ანტიბაქტერიული შედეგისთვის შეგიძლიათ 10 წვეთი ჩაის ხის ან ლავანდის ზეთი დაუმატოთ.
ლიმონის წვენი
კანის ტიპი: ცხიმიანი
ლიმონის წვენი აშორებს ზედმეტ ცხიმს და აღიავებს ლაქებს. საკმარისია ერთ ჭიქა წყალში ერთი სადილის კოვზი ლიმონის წვენი გააზავოთ. გაითვალისწინეთ, ამ საშუალების გამოყენების შემდეგ რამდენიმე საათის განმავლობაში მზის სხივებს უნდა მოერიდოთ.
გვირილა
კანის ტიპი: მშრალი, ნორმალური, ცხიმიანი
გვირილის დამამშვიდებელი თვისებები მას საუკეთესო დამხმარე საშუალებად აქცევს კანის ნებისმიერი პრობლემების დროს. ის ამსუბუქებს მშრალი, არათანაბარი და აქერცვლადი კანის მდგომარეობას. იყენებენ აკნეს სამკურნალოდ.
გვირილის ტონიკის მოსამზადებლად ნახევარ ჭიქა გვირილის დაასხით 2 ჭიქა გაფილტრული წყალი. შეგიძლიათ გამოიყენოთ გვირილის ჩაიც.
სოფიო ბულაური