წითელი ღვინო შეიცავს ნივთიერებებს, რომლებიც აფერხებენ სისხლის შედედებას და თრომბების წარმოქმნას.
ანტიბაქტერიული თვისებების გამო წითელ ღვინოს იყენებენ ინფექციებთან საბრძოლველად. მაგალითად, პარიზში ქოლერის დროს წითელი ღვინო სასმელ წყალში შეურიეს და წყალსადენი მილებით აწვდიდნენ მოსახლეობას, რითაც ბევრი მოქალაქე გადაარჩინეს.
შემოგთავაზებთ რამდენიმე ხალხურ რეცეპტს, რომელთა მთავარი კომპონენტი ღვინოა.
მადისა და წონის დაკარგვისას
ერთმანეთში შეურიეთ სამი წილი კალანჰოეს წვენი, შვიდი წილი წითელი მშრალი ღვინო,
გლაუკომის, მხედველობის გაუარესებისას
50 გრამ ვალერიანის დაფხვნილ ფესვებს დაასხით ერთი ლიტრი წითელი ღვინო, გააჩერეთ 15 დღის განმავლობაში, შემდეგ გადაწურეთ და მიიღეთ თითო სუფრის კოვზი სამჯერ დღეში ჭამის წინ.
გრიპის, გაციების პროფილაქტიკისთვის
ერთმანეთში თანაბარი რაოდენობით შეურიეთ ალოეს წვენი, მშრალი ღვინო და თაფლი. გააჩერეთ 5-6 დღით და მიიღეთ თითო ჩაის კოვზი ჭამის წინ.
თუ შარდში სისხლი შეამჩნიეთ, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, ამ შემთხვევისთვის გათვალისწინებული შემდეგი რეცეპტების გამოსაყენებლად აუცილებელია მისი თანხმობა და რეკომენდაციები.
4 სუფრის კოვზ ფარსმანდუკს დაასხით ერთი ლიტრი ღვინო და ადუღეთ ხუთი წუთის განმავლობაში. შემდეგ გადმოდგით და კვლავ ხუთი წუთით გააჩერეთ, გადაწურეთ და დალიეთ 150 გრამი სამჯერ დღეში.
20 გრამ მაყვლის ძირებს დაასხით ნახევარი ლიტრი წითელი ღვინო, ადუღეთ, სანამ ნახევარი არ აორთქლდება. დალიეთ ორი სუფრის კოვზი სამჯერ დღეში.
შეშუპებისას
20 ღერ ოხრახუშს დაასხით 50 გრამი ღვინის ძმარი და ხუთი წუთით ადუღეთ, შემდეგ დაამატეთ 100-150 გრამი თაფლი და ერთი ლიტრი წითელი მშრალი ღვინო, ისევ ხუთი წუთის განმავლობაში ადუღეთ, შემდეგ გადმოდგით, გადაწურეთ და შუშის ბოთლში ჩაასხით.
დალიეთ 30-50 მილიგრამი სამჯერ დღეში ჭამის შემდეგ.
სოფიო ბულაური