გაითვალისწინეთ შემდეგი რჩევები:
დღეში 3-ჯერ თითო ჩაის კოვზი თევზის ქონი დალიეთ.
ბლეფარიტის, კონიუნქტივიტის, მხედველობის ნერვის ატროფიის, მხედველობის დაბინდვის შემთხვევაში მიიღეთ ალოეს წვენი (სააფთიაქო პრეპარატი) თითო ჩაის კოვზი 3-ჯერ დღეში, ამასთან, ძილის წინ თითო წვეთი თვალებშიც ჩაიწვეთეთ.
გლაუკომის დროს სადილისა და ვახშმის წინ მშიერ კუჭზე დალიეთ ერთი ჭიქა წყალი, რომელშიც 0,2 გრამი
გლაუკომის დროს კარგია, თუ ხშირად მიირთმევთ შტოშსა და კენკროვანების წვენს.
თვალების ანთებისას, ასევე გლაუკომის საწყის სტადიაზე, შეგიძლიათ, შემდეგი რეცეპტი გამოიყენოთ: ერთი ჩაის კოვზი თაფლი გახსენით ერთ ჭიქა წყალში და დაბალ ცეცხლზე ხუთი წუთის განმავლობაში ადუღეთ. გაიკეთეთ 15-20-წუთიანი კომპრესები 3-4-ჯერ დღეში.
თუ გრძნობთ, რომ ჯიბლიბო გამოგდით, ერთი კბილი ნიორი სიგრძივ გაჭერით და ისვით ქუთუთოზე 2-3 დღის განმავლობაში.
კონიუნქტივიტის დროს კარგია თვალების თბილი მაგარი ჩაის ნაყენით ამობანა. ასევე, შეგიძლიათ, თვალებზე დღეში 3-4-ჯერ ნიგვზის ზეთი წაისვათ.
თუ თვალები გეცრემლებათ, დაძინებამდე 30-40 წუთით ადრე ფეტვის ბურღულის ნახარშით ამოიბანეთ.
კატარაქტის საწყის ეტაპზე გამოიყენეთ შემდეგი რეცეპტი: 100 გრამ დაქუცმაცებულ ნედლ ქონდარს დაასხით 0,5 კგ თხიერი თაფლი, გააჩერეთ ორი თვით, შემდეგ კი მიირთვით თითო ჩაის კოვზი ჭამამდე დღეში სამჯერ.
სოფიო ბულაური