13 თებერვალი, 2017
ბრინჯის ფქვილი, კარტოფილი, შვრია – ებრძოლეთ ნაოჭებს ბუნებრივი ინგრედიენტებით
ნაოჭების გასაქრობად, სახის კანის დასაჭიმად და გასაახალგაზრდავებლად ბევრი მიმართავს პლასტიკურ ქირურგიას, ძვირად ღირებულ კოსმეტიკურ საშუალებებს, თუმცა მარტივ და ხელმისაწვდომ ალტერნატივას გთავაზობთ.

ამ რეცეპტების დროულად და რეგულარულად გამოყენება დიდხანს შეგინარჩუნებთ სილამაზეს და გაგიხანგრძლივებთ ახალგაზრდობას.

პროცედურის წინ სახე აუცილებლად უნდა გაიწმინდოთ და პილინგის საშუალებით მკვდარი ნაწილაკები მოიცილოთ. თუმცა პილინგის დროს კანი მაინც ზიანდება, ამიტომ მსგავსი პროცედურის ჩატარება კვირაში ორჯერ საკმარისი იქნება.

კანის ლიფტინგისთვის სახეზე გახეხილი უმი კარტოფილი წაისვით. კარტოფილი დიდი რაოდენობით შეიცავს სახამებელს, რომელიც სწრაფად და მარტივად
ქმნის ლიფტინგის ეფექტს. თუ გახეხილ კარტოფილს ცოტაოდენ ნუშის ან ზეითუნის ზეთს დაუმატებთ, მაშინ კანი დამატებით სასარგებლო საკვებსაც მიიღებს.

საუკეთესო შედეგს მიიღებთ, თუ რეგულარულად გამოიყენებთ შემდეგ ნიღაბს: ერთმანეთში შეურიეთ შვრიის ფანტელები და კარგად ათქვეფილი კვერცხის ცილა. თუ ალერგიული არ ხართ, ამგვარ ნიღაბს შეგიძლიათ ცოტაოდენი თაფლიც დაუმატოთ. თუ კანის გაღიავებაც გინდათ, მიღებულ მასას ცოტაოდენი ლიმონის წვენი დაუმატეთ.

სახის კანს კარგად ჭიმავს შავი პურისა და რძის ნიღაბი. შავი პური რძეში დაალბეთ და როცა კარგად გაიჟღინთება და გაფუვდება, სახეზე წაისვით. გამოყენების წინ ნიღაბი შეათბეთ.

სახის დასაჭიმად ბრინჯის ფქვილიც გამოგადგებათ. ბრინჯის ფქვილს დაუმატეთ 3-5 წვეთი რომელიმე ერთი ან რამდენიმე ეთერზეთი და სახეზე წაისვით.

თუ გსურთ, სასურველ შედეგს მიაღწიოთ, ამ რეცეპტების გამოყენება ხანგრძლივად მოგიწევთ.

სოფიო ბულაური 

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS