გაციების დროს რეკომენდებულია მარილისა და თაფლის ნარევით ტანის დაზელა და ცხელი აბაზანის მიღება.
ორგანიზმში ცვლის პროცესების სტიმულირებისათვის კარგია შემდეგი შემადგენლობის აბაზანები: 150 გრამი წიწვოვანთა ექსტრაქტი და 2 კილოგრამი მარილი გახსენით წყლით სავსე აბაზანაში. ასევე დადებითად მოქმედებს ხერხემლის დაავადებების, ართრიტებისა და ნევროზების დროს.
სისხლძარღვების დაავადებების დროს 200 გრამი მარილი გახსენით აბაზანაში და 10-15 წუთით ჩაწექით. კურსი 10 დღე. აღნიშნული პროცედურა კარგია ჭარბწონიანობის
მარილიანი აბაზანები განსაკუთრებით ეფექტურია რევმატიზმისა და რადიკულიტის დროს. 1-1,5 გრამი მარილი ჩაყარეთ აბაზანაში, გაავსეთ ცხელი წყლით, ჩაწექით 20 წუთით. აბაზანა ძილის წინ მიიღეთ. რაც ურფო ცხელია წყალი, მით უფრო დიდია სამკურნალო ეფექტი. გულით დაავადებულთათვის და მათთვის, ვინც ცხელ წყალს ცუდად იტანს, ასეთ აბაზანას უკუჩვენება აქვს.
უნდა აღინიშნოს, რომ სუფრის მარილში მხოლოდ 2 მიკროელემენტია _ Nა და Ca, ზღვის მარილში კი _ 64, ამიტომ ბოლო დროს უპირატესობას ზღვის მარილს ანიჭებენ. როგორც ხედავთ, მარილი არამარტო კვების რაციონის აუცილებელი პროდუქტია, არამედ ძვირფასი სამკურნალო საშუალებაც.
სოფიო ბულაური